World Travel Awards: ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი" მეშვიდედ მოიპოვა

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2025
გამოწერა
ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა-ცერემონიას 2023 წელს უმასპინძლა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
ტურიზმის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია გუშინ, 22 ოქტომბერს იტალიაში გაიმართა. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი.
"ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურული იდენტობის წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა. ჩვენი ისტორია, ტრადიციები და ღირებულებები განსაკუთრებულს ხდის ჩვენს ქვეყანას. მჯერა, რომ ამ ფასეულობების შენარჩუნებასთან ერთად, შევძლებთ რეგიონის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე და ზოგადად ქვეყნის შესაძლებლობების წარმოჩენაზე დადებითად აისახება", – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, რომელიც დელეგაციის წევრებთან ერთად დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
World Travel Awards 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებების გამოვლენასა და დაჯილდოებას. დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველწლიურად ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.
ნომინანტებს შორის არიან წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.
ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა-ცერემონიას 2023 წელს უმასპინძლა. ე.წ. ტურიზმის ოსკარის საიუბილეო საღამოს ბათუმში 24 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0