შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2025
გამოწერა
კაცი არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) ჰქონდა წარდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0