https://sputnik-georgia.com/20251023/susis-yofil-ufrostan-grigol-liluasviltan-dakavsirebuli-kidev-erti-piri-daakaves-295500879.html
სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი დააკავეს
სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ანდრია ლილუაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა 17 ოქტემბერს ჩატარდა. 23.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-23T17:29+0400
2025-10-23T17:29+0400
2025-10-23T17:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის (სუსი) ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 17 ოქტომბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის, მათ შორის ანდრია ლილუაშვილის, საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები. უწყების ცნობით, ანდრია ლილუაშვილი დღეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. უწყების ცნობით, გრძელდება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სსკ-ის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით. გუშინ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძეც დააკავეს. ის დამნაშავედ თავს არ თვლის და დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად არც გამოძიებასთან თანამშრომლობს. პროკურატურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსაც კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს - ჯამში 1,3 მლნ დოლარი. ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი - მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2,9 მლნ დოლარი. 17 ოქტომბრის ჩხრეკის დეტალები 17 ოქტომბერს ჩხრეკა ასევე ჩატარდა ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების: მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების სახლებში. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7.002,200 დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ტელეფონი და 119 კომპიუტერი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს პროკურატურა
სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი დააკავეს
ანდრია ლილუაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა 17 ოქტემბერს ჩატარდა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის (სუსი) ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
17 ოქტომბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის, მათ შორის ანდრია ლილუაშვილის, საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები.
უწყების ცნობით, ანდრია ლილუაშვილი დღეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყების ცნობით, გრძელდება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სსკ-ის 339 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით.
გუშინ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძეც დააკავეს. ის დამნაშავედ თავს არ თვლის და დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.
პროკურატურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსაც კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა ამოიღეს - ჯამში 1,3 მლნ დოლარი. ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი - მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2,9 მლნ დოლარი.
17 ოქტომბრის ჩხრეკის დეტალები
17 ოქტომბერს ჩხრეკა ასევე ჩატარდა ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების: მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების სახლებში.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7.002,200 დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 მობილური ტელეფონი და 119 კომპიუტერი