https://sputnik-georgia.com/20251023/sakonstitucio-sasamartlos-axali-mosamartle-hyavs-295502040.html
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს
Sputnik საქართველო
საკონსტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირინა იმერლიშვილმა პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. 23.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-23T18:10+0400
2025-10-23T18:10+0400
2025-10-23T18:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250491417_0:0:3283:1847_1920x0_80_0_0_5b29bb4afd6826f06a225fd8b3528c09.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირინე იმერლიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით 20 ოქტომბრიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე შეუწყდა. იმერლიშვილს, რომელიც 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 12 სექტემბერს ეწურებოდა. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული ცხრა მოსამართლისაგან, რომელთაგან სამ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამ მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო. ვინ არის გიორგი მოდებაძე გიორგი მოდებაძე დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს. 2016-2018 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი; 2005-2009 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე, ბაკალავრი. 2010-2016 - თბილისის საქალაქო სასამართლო, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2016/05-2024/04 - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამდივნოს უფროსი. 2024/04-2024/11 - თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი. 2024/11 - დღემდე- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1e/250491417_249:0:2980:2048_1920x0_80_0_0_89eff73f0a5a1d78588483ca1ae718e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს
საკონსტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირინა იმერლიშვილმა პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირინე იმერლიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით 20 ოქტომბრიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე შეუწყდა. იმერლიშვილს, რომელიც 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 12 სექტემბერს ეწურებოდა.
„გიორგი მოდებაძეს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ის ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული ცხრა მოსამართლისაგან, რომელთაგან სამ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო სამ მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
გიორგი მოდებაძე დაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს.
2016-2018 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი;
2005-2009 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნე, ბაკალავრი.
2010-2016 - თბილისის საქალაქო სასამართლო, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2016/05-2024/04 - თბილისის საქალაქო სასამართლო, სამდივნოს უფროსი.
2024/04-2024/11 - თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი.
2024/11 - დღემდე- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე.