https://sputnik-georgia.com/20251023/policiam-250-kilogrami-heroini-amoiro-dakavebulia-ori-piri-295508840.html
პოლიციამ 250 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
პოლიციამ 250 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
ნარკოტიკები საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით შემოვიდა. "ჰეროინი" სატვირთო ავტომობილში აღმოჩნდა, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის... 23.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-23T21:31+0400
2025-10-23T21:31+0400
2025-10-23T21:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294119188_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_2d6ed340e3f18a7ffa71b3a9914577eb.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი „ჰეროინი", რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს ორი მოქალაქე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც, საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით", საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ "წითელი ხიდის" გავლით შემოვიდა. სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან,ასევე, ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294119188_200:0:1400:900_1920x0_80_0_0_ac81cf3e4aa779fa3c188af51446125e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში
პოლიციამ 250 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
ნარკოტიკები საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით შემოვიდა. "ჰეროინი" სატვირთო ავტომობილში აღმოჩნდა, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, სველი ხელსახოცებით იყო დატვირთული.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი „ჰეროინი", რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს ორი მოქალაქე.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც, საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით", საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ "წითელი ხიდის" გავლით შემოვიდა.
„სამართალდამცველებმა, ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს", - განაცხადა დარახველიძემ.
სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან,ასევე, ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.