https://sputnik-georgia.com/20251023/cifruli-lari-295503422.html
დაინერგება თუ არა საქართველოში ციფრული ლარი
დაინერგება თუ არა საქართველოში ციფრული ლარი
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა შეზღუდულ გარემოში ციფრული ლარის ტესტირება დასრულა 23.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-23T18:51+0400
2025-10-23T18:51+0400
2025-10-23T18:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ციფრული ლარი შეიძლება აღარც დაინერგოს, განუცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ ჟურნალისტებს. ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად მზარდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მარეგულირებელმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემო შექმნა. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი კი 2023 წლის ბოლოს წამყვანი საერთაშორისო კომპანია Ripple გახდა. საქართველოში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ეროვნული ბანკის ვალდებულებას წარმოადგენს. როგორც ადრე მარეგულირებელმა განაცხადა, ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი – მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას. ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს. სიახლეები ციფრულ ვალუტაში ამჟამად ქვეყნების ცენტრალური ბანკები ფულის ორ სახეობას უშვებენ: ნაღდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული და "ფული ბანკებისთვის" – კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რაც მხოლოდ ბანკებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ფული ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა. დანარჩენ ფულს ეკონომიკაში ქმნის საბანკო სექტორი კრედიტების საშუალებით, და საბანკო ანგარიშებზე არსებული მოქალაქეებისა და კომპანიების უნაღდო საშუალებები კომერციული ბანკების ვალდებულებებს წარმოადგენს. ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ასევე შეიძლება ორი სახის იყოს: საცალო (retail) – ნაღდი ფულის ციფრული ანალოგი, მომხმარებლის ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის), და საბითუმო (wholesale) – "ბანკების ფულის" ციფრული ანალოგი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებისთვის. საცალო CBDC-ს შეიძლება ვუწოდოთ "სარეზერვო ანგარიშები ყველასთვის" და მისი საკვანძო სიახლეა ცენტრალური ბანკის ვალდებულებებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება. რა განსხვავებაა ციფრულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორის კრიპტოვალუტას, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისგან განსხვავებით, არ გააჩნია ფულის მნიშვნელოვანი თვისებები, არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის გამოშვებასა და შემდგომ ბრუნვას. კერძოდ, კრიპტოვალუტა შეიძლება გადავიდეს ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელთან. მაგრამ, პირველ რიგში, მას არა აქვს გადახდის საშუალების უნარი. მეორეც, კრიპტოვალუტა არ შეიძლება იყოს დანაზოგის საიმედო საშუალება, რადგან მისი ღირებულება ყოველდღიურად და ყოველთვიურად ძალიან მერყეობს, მიიჩნევენ ექსპერტები. და, მესამე – კრიპტოვალუტას არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის საიმედოობასა და გამოშვების პროცესის პასუხისმგებლობას და ამ ინსტრუმენტების შემდგომ ბრუნვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
დაინერგება თუ არა საქართველოში ციფრული ლარი
ეროვნულმა ბანკმა შეზღუდულ გარემოში ციფრული ლარის ტესტირება დასრულა
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ციფრული ლარი შეიძლება აღარც დაინერგოს, განუცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვარლამ ებანოიძემ ჟურნალისტებს.
ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად მზარდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მარეგულირებელმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) სისტემის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოსაცდელად და მიზნობრივი გამოყენების შესაძლო სფეროების გამოსავლენად, შეზღუდული წვდომის რეალური საპილოტე გარემო შექმნა. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი კი 2023 წლის ბოლოს წამყვანი საერთაშორისო კომპანია Ripple გახდა.
„ციფრული ლარის ტესტირება შეზღუდულ გარემოში დასრულებულია. ჩვენ ამ ტესტირების ფაზიდან პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ. ახლა ზოგადი სენტიმენტი მთელ მსოფლიოში ციფრული ვალუტების მიმართ შედარებით შენელებულია და ამ გამოცდილებას ახლა კერძო სექტორის მიმართულებით ვიყენებთ. ჩვენს რეგულირების ლაბორატორიაში გამოვაცხადეთ ტარგეტული სენდბოქსი ტოკენიზირებულ დეპოზიტებზე. ამ ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას უკვე კერძო სექტორის მიერ გამოშვებული ციფრული ტოკენიზირებული ფულების ექსპერიმენტების თვალსაზრისით ვიყენებთ", - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
საქართველოში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ეროვნული ბანკის ვალდებულებას წარმოადგენს.
როგორც ადრე მარეგულირებელმა განაცხადა, ციფრულ ლარს გააჩნია პოტენციალი – მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის არსებულ მონეტარულ პოლიტიკასა და საგადახდო სისტემაზე, ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების და სერვისების გაჩენას.
ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს.
სიახლეები ციფრულ ვალუტაში
ამჟამად ქვეყნების ცენტრალური ბანკები ფულის ორ სახეობას უშვებენ: ნაღდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფული და "ფული ბანკებისთვის" – კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშები ცენტრალურ ბანკში, რაც მხოლოდ ბანკებისთვისაა ხელმისაწვდომი. ეს ფული ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა. დანარჩენ ფულს ეკონომიკაში ქმნის საბანკო სექტორი კრედიტების საშუალებით, და საბანკო ანგარიშებზე არსებული მოქალაქეებისა და კომპანიების უნაღდო საშუალებები კომერციული ბანკების ვალდებულებებს წარმოადგენს.
ცენტრალური ბანკის ციფრული ფული ასევე შეიძლება ორი სახის იყოს: საცალო (retail) – ნაღდი ფულის ციფრული ანალოგი, მომხმარებლის ფართო წრისთვის ხელმისაწვდომი (მათ შორის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის), და საბითუმო (wholesale) – "ბანკების ფულის" ციფრული ანალოგი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საფინანსო ორგანიზაციებისთვის.
საცალო CBDC-ს შეიძლება ვუწოდოთ "სარეზერვო ანგარიშები ყველასთვის" და მისი საკვანძო სიახლეა ცენტრალური ბანკის ვალდებულებებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება.
რა განსხვავებაა ციფრულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორის
კრიპტოვალუტას, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისგან განსხვავებით, არ გააჩნია ფულის მნიშვნელოვანი თვისებები, არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის გამოშვებასა და შემდგომ ბრუნვას.
კერძოდ, კრიპტოვალუტა შეიძლება გადავიდეს ერთი მფლობელიდან მეორე მფლობელთან. მაგრამ, პირველ რიგში, მას არა აქვს გადახდის საშუალების უნარი. მეორეც, კრიპტოვალუტა არ შეიძლება იყოს დანაზოგის საიმედო საშუალება, რადგან მისი ღირებულება ყოველდღიურად და ყოველთვიურად ძალიან მერყეობს, მიიჩნევენ ექსპერტები.
და, მესამე – კრიპტოვალუტას არა აქვს ემიტენტი, რომელიც გარანტიას მისცემდა მის საიმედოობასა და გამოშვების პროცესის პასუხისმგებლობას და ამ ინსტრუმენტების შემდგომ ბრუნვას.