ზედაზენი: ადგილი, სადაც წარმართობა ქრისტიანობას შეხვდა - ვიდეო

გამოწერა
მცხეთის მახლობლად, ზღვის დონიდან 1178 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ზედაზნის მონასტერი. აქ ოდესღაც თაყვანს სცემდნენ ღვთაება ზადენს - მოსავლისა და ნაყოფიერების მფარველს, მისი კულტი ჩვ. წ-მდე II საუკუნეში მეფე ფარნაობმა აღმართა.
VI საუკუნეში ეს ადგილი ქრისტიანული სარწმუნოების დასამკვიდრებლად 13 ასურელი მამის წინამძღვარმა იოანემ შეარჩია. მან მთაზე მონასტერი დააარსა, რითაც წერტილი დაუსვა მრავალსაუკუნოვან წარმართულ კულტს. ლეგენდის თანახმად, მთაზე წყალი არ იყო და იოანეს ლოცვის შემდეგ მიწიდან წყარომ ამოხეთქა. წმინდანის გარდაცვალების შემდეგ, მის საფლავზე ეკლესია აშენდა
VIII საუკუნეში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა. XI საუკუნემდე ზედაზნის ციხე და მონასტერი კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა, XVII საუკუნეში მონასტერი შაჰ-აბასის შემოსევის დროს დაზარალდა, მაგრამ გადარჩა. XVIII საუკუნეში კი აქ სამრეკლო და კელიები გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით მონასტერი დაცარიელდა და მიტოვებული დარჩა. მონასტერი XIX საუკუნეში ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ აღადგინა, საბჭოთა პერიოდში კი მას რესტავრაცია ჩაუტარდა.
ზედაზენზე დღემდე შემორჩენილია ორი სარწმუნოების - წარმართული ღვთაებისა და პირველი ქართველი ბერების კვალი.
ყველა ახალი ამბავი
0