https://sputnik-georgia.com/20251022/rusuli-da-amerikuli-mxareebi-samitis-momzadebaze-mushaoben-295486727.html
რუსული და ამერიკული მხარეები უნგრეთში დაგეგმილი სამიტის მომზადებაზე მუშაობენ
რუსული და ამერიკული მხარეები უნგრეთში დაგეგმილი სამიტის მომზადებაზე მუშაობენ
Sputnik საქართველო
აშშ-სა და რუსეთის ლიდერების სამიტის საორგანიზაციო საკითხებს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელები დაამუშავებენ. 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T18:33+0400
2025-10-22T18:33+0400
2025-10-22T18:33+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
აშშ
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/05/288872817_155:420:3049:2048_1920x0_80_0_0_4d705641bcef454c5048d50616adb5bd.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთ-ამერიკის სამიტი უნგრეთში მას შემდეგ გაიმართება, როცა დასრულდება მოსამზადებელი ეტაპები და შეხვედრის დრო მოვა, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, იუწყება РИА Новости. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ასევე დააზუსტა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყანას ეწვევა, მას, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) საჩივრის საფუძველზე, ბუდაპეშტი არ დააპატიმრებს.ადრე, უნგრეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან (ICC) გამოსვლას დაუჭირა მხარი. ორბანმა ეს იმით ახსნა, რომ ორგანიზაცია ბოლო წლებში მიუკერძოებელიდან პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა. 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი სასამართლო პროცესის პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსულ მხარეს, სხვა ბრალდებებთან ერთად, ადანაშაულებს ბავშვების თითქოსდა „დეპორტაციაში“, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის დაბომბვისგან გადაარჩინა და საომარი მოქმედების ზონიდან უსაფრთხო რაიონებში გადაიყვანა. როგორც პესკოვმა ადრე განაცხადა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საკითხის დაყენება რუსეთის პრეზიდენტის „დაკავების“ შესახებ მიუღებელია, მოსკოვი არ ცნობს მის იურისდიქციას და მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით არარაობაა. პუტინის სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან16 ოქტომბერს შედგა. საუბრის შემდეგ, რუსეთის ლიდერის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ორი ქვეყნის ლიდერების ახალი შეხვედრის მომზადებას, რომელიც, შესაძლოა ბუდაპეშტში გაიმართოს. უშაკოვის თქმით, უნგრეთის დედაქალაქი პუტინს მერიკელმა ლიდერმა შესთავაზა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ იდეას. მის ორგანიზებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმუშავებენ.
აშშ
უკრაინა
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/05/288872817_257:45:2928:2048_1920x0_80_0_0_740bc145a9a37dec1af059383e3b97f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უნგრეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უნგრეთი
რუსული და ამერიკული მხარეები უნგრეთში დაგეგმილი სამიტის მომზადებაზე მუშაობენ
აშშ-სა და რუსეთის ლიდერების სამიტის საორგანიზაციო საკითხებს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელები დაამუშავებენ.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთ-ამერიკის სამიტი უნგრეთში მას შემდეგ გაიმართება, როცა დასრულდება მოსამზადებელი ეტაპები და შეხვედრის დრო მოვა, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, იუწყება
РИА Новости.
„მშვიდობის სამიტისთვის მზადება გრძელდება. თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია. როდესაც დრო დადგება, ჩვენ მას ჩავატარებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ასევე დააზუსტა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყანას ეწვევა, მას, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) საჩივრის საფუძველზე, ბუდაპეშტი არ დააპატიმრებს.
„რაც შეეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, პრეზიდენტი პუტინი ზაფხულში აშშ-ში იმყოფებოდა და არ დაუკავებიათ. თუ ის უნგრეთში ჩამოვა, მას ასევე არ დააპატიმრებენ“, - განაცხადა სიიარტომ.
ადრე, უნგრეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან (ICC) გამოსვლას დაუჭირა მხარი. ორბანმა ეს იმით ახსნა, რომ ორგანიზაცია ბოლო წლებში მიუკერძოებელიდან პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა.
2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი სასამართლო პროცესის პალატამ, რომლის იურისდიქციასაც რუსეთი არ ცნობს, პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსულ მხარეს, სხვა ბრალდებებთან ერთად, ადანაშაულებს ბავშვების თითქოსდა „დეპორტაციაში“, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის დაბომბვისგან გადაარჩინა და საომარი მოქმედების ზონიდან უსაფრთხო რაიონებში გადაიყვანა.
როგორც პესკოვმა ადრე განაცხადა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საკითხის დაყენება რუსეთის პრეზიდენტის „დაკავების“ შესახებ მიუღებელია, მოსკოვი არ ცნობს მის იურისდიქციას და მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით არარაობაა.
პუტინის სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან16 ოქტომბერს შედგა. საუბრის შემდეგ, რუსეთის ლიდერის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ორი ქვეყნის ლიდერების ახალი შეხვედრის მომზადებას, რომელიც, შესაძლოა ბუდაპეშტში გაიმართოს. უშაკოვის თქმით, უნგრეთის დედაქალაქი პუტინს მერიკელმა ლიდერმა შესთავაზა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ იდეას. მის ორგანიზებაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმუშავებენ.