https://sputnik-georgia.com/20251022/pashiniani-abreshumis-gza-mnishvnelovani-platforma-gaxda-295480813.html
ფაშინიანი: თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა
ფაშინიანი: თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა
Sputnik საქართველო
ორი დღის განმავლობაში რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები განიხილავენ „შუა დერეფნის", ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებს. 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T16:00+0400
2025-10-22T16:00+0400
2025-10-22T16:00+0400
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
აბრეშუმის გზა
საქართველოს ეკონომიკა
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283684016_71:0:898:465_1920x0_80_0_0_0803e73c866dfe46b640a91282c7defb.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის შედეგადაც მოხდა მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მას ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მხარი, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის `აბრეშუმის გზის" ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეხუთე, საიუბილეო ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში დღეს გაიხსნა. მასში 70-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ღონისძიება საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე შავი ზღვის რკინიგზაც გაიხსნება და გაზრდის სატრანსპორტო პოტენციალს - არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართულებით. „აბრეშუმის გზის" ფორუმი 23 ოქტომბერს დასრულდება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს-სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ურთიერთთანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება 7 პანელური სესია, რომელზეც განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას. პანელური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას - გათვალისწინებული იქნება სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის. ფორუმის მეორე დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. „თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი“ 2015 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. პირველმა ფორუმმა დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია — მას 50 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი და 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა. მასშტაბური ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283684016_120:0:889:577_1920x0_80_0_0_90603df44af6913030cf4b84ffbf9bb0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, აბრეშუმის გზა , საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, აბრეშუმის გზა , საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
ფაშინიანი: თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა
ორი დღის განმავლობაში რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები განიხილავენ „შუა დერეფნის", ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის შედეგადაც მოხდა მშვიდობის პროექტის ხორცშესხმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მას ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მხარი, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისის `აბრეშუმის გზის" ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეხუთე, საიუბილეო ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში დღეს გაიხსნა. მასში 70-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ღონისძიება საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გახსნა.
„საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ურთიერთობები უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ რეგიონის სტაბილურობისთვის. დარწმუნებული ვარ, სამივე ქვეყნის ლიდერი ფლობს საკმარის ნებას, რომ უზრუნველვყოთ ამ მიმართულებით განვითარება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. სხვა მეზობლებთან, პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით“, - განაცხადა ფაშინიანმა.
როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვაშინგტონის დეკლარაციის მეოთხე პუნქტის საფუძველზე შავი ზღვის რკინიგზაც გაიხსნება და გაზრდის სატრანსპორტო პოტენციალს - არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართულებით.
„ეს სამშვიდობო დიალოგი, რომელიც დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, დაალაგებს სამეზობლო ურთიერთობებს და სამხრეთ კავკასიას ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს. ინფრასტრუქტურა ამ ქვეყნების ტერიტორიაზე გაიზრდება და კიდევ უფრო დაიტვირთება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
„აბრეშუმის გზის" ფორუმი 23 ოქტომბერს დასრულდება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნეს-სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები.
ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ურთიერთთანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება 7 პანელური სესია, რომელზეც განხილულ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა გლობალური ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, შუა დერეფნის განვითარება, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ცალკე პანელური სესია მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების განხილვას.
პანელური სესიების გარდა, ფორუმი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას - გათვალისწინებული იქნება სპეციალური სივრცეები B2B (ბიზნესი ბიზნესთან) და B2G (ბიზნესი მთავრობასთან) შეხვედრებისთვის.
ფორუმის მეორე დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ფინანსური სამიტი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი სინგაპურში დაფუძნებულ ორგანიზაციასთან - Global Finance and Technology Network (GFTN) – პარტნიორობით ჩაატარებენ. სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
„თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი“ 2015 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. პირველმა ფორუმმა დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია — მას 50 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი და 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა. მასშტაბური ღონისძიება ორ წელიწადში ერთხელ იმართება.