https://sputnik-georgia.com/20251022/guriashi-parosanas-ebrzvian-295488544.html
გურიაში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
გურიაში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
Sputnik საქართველო
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T19:00+0400
2025-10-22T19:00+0400
2025-10-22T19:00+0400
საქართველო
აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_aaeda648f8cdb98575e480af14575212.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი სააგენტოს სპეციალისტებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები თერმული ნისლით დაამუშავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს, ამ ეტაპისთვის სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ცივი შესხურებით დამუშავებულია 101.909,25 ჰექტარი სიმინდის მასივი, ტყისა და სოფლის პერიმეტრი და ჯაგნარი; თერმული ნისლით - 339,860 ჰექტარი ტერიტორია.გარდა ამისა, განთავსებულია 8.008 ცალი „მონიტორინგის ხაფანგი“ და 207,945 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე სადგური". უწყების ცნობით, ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9cb06c7f4722c007ae3da30854308212.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
გურიაში აზიურ ფაროსანას ებრძვიან
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი სააგენტოს სპეციალისტებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები თერმული ნისლით დაამუშავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის, ლესას, ნიგვზიანისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში 1200 ჰექტარი ტერიტორია დამუშავდა. მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა.”, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს,
ამ ეტაპისთვის სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ცივი შესხურებით დამუშავებულია 101.909,25 ჰექტარი სიმინდის მასივი, ტყისა და სოფლის პერიმეტრი და ჯაგნარი; თერმული ნისლით - 339,860 ჰექტარი ტერიტორია.
გარდა ამისა, განთავსებულია 8.008 ცალი „მონიტორინგის ხაფანგი“ და 207,945 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე სადგური".
უწყების ცნობით, ფაროსანას საწინააღდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.