ექს-პრემიერმა გამოკითხვის დროს უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2025
გამოწერა
სამართალდამცველებმა ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები და ძვირადღირებული ნახატები.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციულმა სააგენტოში გამოიკითხა, მან სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ქმედების დაკვალიფიცირების, აისე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები", - განაცხადა გაგნიძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენპროკურორის ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა 17 ოქტომბერს ჩატარდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 7,22 მლნ დოლარი, ოქროს სამკაულები, სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და ძვირადღირებული ნახატები.
ბოლო დღეებში, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დამატებითი ჩხრეკა 11 ობიექტზე ჩატარდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის 29 იანვარს განაცხადა.
აღნიშნული პოსტი მას ორჯერ ეკავა. პირველი ვადა - 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, მეორე ვადა - 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 აპრილამდე პერიოდში.
ყველა ახალი ამბავი
0