რუსთავის ციხესიმაგრეზე არქეოლოგებმა X-XI საუკუნეების ჯაჭვის პერანგი და მუზარადი აღმოაჩინეს

© photo: Jege Sakhokia / FBრუსთავის ციხე-სიმაგრე
რუსთავის ციხე-სიმაგრე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2025
გამოწერა
ჯაჭვის პერანგი და მუზარადი, რომელიც არქეოლოგებმა ციხესიმაგრის მეექვსე ოთახში იპოვეს, ამ პერიოდის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს IX- X საუკუნეებით დათარიღებული ჯაჭვის პერანგი და მუზარადი აღმოაჩინეს, იუწყება სააგენტო „ინფო რუსთავი"
გავრცელებული ინფორმაციით, ჯაჭვის პერანგი და მუზარადი, რომელიც არქეოლოგებმა ციხესიმაგრის მეექვსე ოთახში იპოვეს, ამ პერიოდის საბრძოლო დანიშნულების არტეფაქტებს შორის, ამიერკავკასიაში ერთადერთია.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გვაქვს, რომელიც არამხოლოდ რუსთავის, არამედ საქართველოს ისტორიას და განსაკუთრებით სამხედრო ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს ძალიან წაადგება. ამ ეტაპზე ინტენსიური სამუშაოები გვაქვს მე-6 ოთახში. მრავალრიცხოვან თიხის ჭურჭელთან ერთად აქ მოვიპოვეთ X-XI საუკუნით დათარიღებული რკინის მუზარადი თავისი ზარადით, მასთან ახლოს ასევე აღმოჩნდა რკინის ჯაჭვებისგან შედგენილი აბჯარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა", - განაცხადა რუსთავის მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა.
რუსთავის ციხის ტერიტორიაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია, რუსთავის მერიის ორგანიზებით, 2025 წლის ივლისში, ივლისში დაიწყო - მთავარი მიზანია IX-XII საუკუნეების სასახლის ნანგრევების შესწავლა. ექსპედიციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის სტუდენტები და მოხალისეები.
რუსთავის ციხე, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება, ქართლის ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება. ისტორიული წყაროები რუსთავს, როგორც ურბანულ დასახლებას, ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში მოიხსენიებენ, სხვა უძველეს ქალაქებთან ერთად, როგორიცაა მცხეთა, უფლისციხე და ურბნისი.
რუსთავის ციხე თბილისის გარშემო ქალაქის დასაცავად აშენდა. თავისი არსებობის განმავლობაში ციხე სამჯერ აღადგინეს: V-VIII, IX-XI და XII-XIII საუკუნეებში. ეს ერთადერთი ციხეა ფრესკებით საქართველოში.
ყველა ახალი ამბავი
0