https://sputnik-georgia.com/20251022/33-wlis-mamakaci-daakaves-295486906.html
33 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნომასალებს ავრცელებდა
33 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნომასალებს ავრცელებდა
Sputnik საქართველო
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 22.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-22T16:43+0400
2025-10-22T16:43+0400
2025-10-22T16:43+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ბრალდებით 33 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მას ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა- შენახვა-ფლობასა და გავრცელებაში ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალებს პირადი სარგებლობის მიზნით წინასწარი შეცნობით ინახავდა და ავრცელებდა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და მეხსიერების ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
33 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნომასალებს ავრცელებდა
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ბრალდებით 33 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მას ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა- შენახვა-ფლობასა და გავრცელებაში ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალებს პირადი სარგებლობის მიზნით წინასწარი შეცნობით ინახავდა და ავრცელებდა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და მეხსიერების ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლით მიმდინარეობს.