https://sputnik-georgia.com/20251021/saqartvelo-plastikis-winaagmdeg-brzolas-agrzelebs-295461307.html
საქართველო პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს
საქართველო პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს
Sputnik საქართველო
აკრძალვა გავრცელდება არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T12:02+0400
2025-10-21T12:02+0400
2025-10-21T12:02+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/14/295456461_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_0de1b7b266cfe1d26224a5a5e855762f.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, იუწყება მედიაპლატფორმა BMG გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე აიკრძალება ექვსი დასახელების პროდუქციის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. „საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე.თუმცა, სამინისტროს ჯერ არ გადაუწყვეტია, ზუსტად როდის აიკრძალება ქვეყანაში პლასტიკის ლანჩ-ბოქსები, კონტეინერები და ერთჯერადი ჭიქები.როგორც უწყებაში განმარტეს, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების ჭარბი მოხმარება დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ არის.მიმდინარე წლის სექტემბრის დასასრულს, უწყების წარმომადგენლებმა ბიზნეს-სექტორის, მათ შორის, ჰიპერმარკეტების ქსელების და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებაზე იმსჯელეს, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს შორის ბალანსს უზარუნველყოფს.საქართველოში პლასტიკის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა 2019 წელს დაიწყო. 2019 წლის აპრილიდან ქვეყანაში აკრძალულია ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პოლიეთილენის პაკეტის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/14/295456461_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_48471edf092a9fa9e171268b080538bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო პლასტიკის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს
აკრძალვა გავრცელდება არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, იუწყება მედიაპლატფორმა BMG გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე აიკრძალება ექვსი დასახელების პროდუქციის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. „საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე.
აკრძალვა გავრცელდება არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.
თუმცა, სამინისტროს ჯერ არ გადაუწყვეტია, ზუსტად როდის აიკრძალება ქვეყანაში პლასტიკის ლანჩ-ბოქსები, კონტეინერები და ერთჯერადი ჭიქები.
როგორც უწყებაში განმარტეს, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების ჭარბი მოხმარება დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არ არის.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასასრულს, უწყების წარმომადგენლებმა ბიზნეს-სექტორის, მათ შორის, ჰიპერმარკეტების ქსელების და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებაზე იმსჯელეს, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს შორის ბალანსს უზარუნველყოფს.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
საქართველოში პლასტიკის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა 2019 წელს დაიწყო. 2019 წლის აპრილიდან ქვეყანაში აკრძალულია ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პოლიეთილენის პაკეტის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა.