https://sputnik-georgia.com/20251021/sagareo-savachro-brunva-izrdeba-295458963.html
საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა
საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ექსპორტმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 7,7%-ით მეტია. 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T10:52+0400
2025-10-21T10:52+0400
2025-10-21T10:52+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812421_0:48:3361:1939_1920x0_80_0_0_5186d453051574e8fe4ead02ba931b65.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,1%-ით გაიზარდა და 18,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 13,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით მეტი.ექსპორტმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 7,7%-ით მეტია.უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია.რით ვაჭრობს საქართველოსაქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, წამლები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.2025 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (62,7%), შაქრის შემცველი მინერალური ან გაზიანი წყლების (21,5%), მსუბუქი ავტომობილების (13,7%), ასევე დაუმუშავებელი, ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის ოქროს (13,4), აზოტოვანი სასუქების (11,9%), ასევე წამლების (7%) ექსპორტი.ამასთან, წლის დასაწყისიდან დაეცა ფეროშენადნობების (32,7%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (11,5%), და სპირტიანი სასმელების (4,7%) ექსპორტი.საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ხელოვნების ნიმუშების: სურათების, ფერწერული ტილოების - 164 079,5%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 9,9%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების 7,9%-ით იმპორტი.წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების - 50,3%-ით, სატვირთო ავტომობილების - 24,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების - 1%-ით.ვისთან ვაჭრობს საქართველო2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,2%-ია.საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის აზერბაიჯანი, გერმანია, ყაზახეთი, დიდი ბრიტანეთი და სომხეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/17/263812421_630:0:3361:2048_1920x0_80_0_0_f94e74bb9f55d2aadf8fe253b0e6afa2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა
ექსპორტმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 7,7%-ით მეტია.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,1%-ით გაიზარდა და 18,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 13,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 5 151,4 | 7,7 |
იმპორტი | 13 393,7 | 9,7 |
სულ | 18 545,0 | 9,1 |
ექსპორტმა 5,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 7,7%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 8,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია.
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, აზოტოვანი სასუქები, წამლები, ოქრო, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული: 2025 წლის იანვარ-სექტემბერი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, ვარდნა, % |
მსუბუქი ავტომობილები | 2 003,9 | 13,7 |
სპილენძის მადნები და კონცენტრატები | 276,2 | 62,7 |
სპირტიანი სასმელები | 200,7 | -4,7 |
ღვინო | 189,8 | -11,5 |
ფეროშენადნობები | 152,9 | -32,7 |
2025 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (62,7%), შაქრის შემცველი მინერალური ან გაზიანი წყლების (21,5%), მსუბუქი ავტომობილების (13,7%), ასევე დაუმუშავებელი, ნახევრად დამუშავებული ან ფხვნილის ოქროს (13,4), აზოტოვანი სასუქების (11,9%), ასევე წამლების (7%) ექსპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან დაეცა ფეროშენადნობების (32,7%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (11,5%), და სპირტიანი სასმელების (4,7%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები და სხვა.
იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული: 2025 წლის იანვარ-სექტემბერი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, ვარდნა, % |
მსუბუქი ავტომობილები | 2 805,1 | 9,9 |
ნავთობპროდუქტები | 972,2 | -1,0 |
მედიკამენტები | 510,7 | 10,3 |
ნახატები | 481,4 | 164 079,5 |
გაზი | 296,9 | 7,9 |
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა ხელოვნების ნიმუშების: სურათების, ფერწერული ტილოების - 164 079,5%-ით, მსუბუქი ავტომობილების - 9,9%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების 7,9%-ით იმპორტი.
წლის დასაწყისიდან შემცირდა იმპორტი გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების - 50,3%-ით, სატვირთო ავტომობილების - 24,4%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების - 1%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,2%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის აზერბაიჯანი, გერმანია, ყაზახეთი, დიდი ბრიტანეთი და სომხეთი.