https://sputnik-georgia.com/20251021/raffaello-da-jacobs-monarch-tbilisshi-kustaruli-sawarmo-agmoachines-295464930.html
Raffaello და Jacobs Monarch: თბილისში კუსტარულ საწარმოში ყავასა და ტკბილეულს ამზადებდნენ
Raffaello და Jacobs Monarch: თბილისში კუსტარულ საწარმოში ყავასა და ტკბილეულს ამზადებდნენ
Sputnik საქართველო
გამოძიება გრძელდება როგორც სხვა დამნაშავეების დასადგენად, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც პროდუქცია იყიდებოდა. 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T14:31+0400
2025-10-21T14:31+0400
2025-10-21T14:31+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/15/295464062_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_4be6b7a0847ebfd150b9a67870cfda16.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებს თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ამზადებდნენ ტკბილეულსა და ყავას, შემდეგ აღნიშნულ პროდუქციას უკანონოდ ადებდნენ Raffaello-სა და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშანს და ყიდდნენ. ასევე ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებულია ყავა Jacobs Monarch-ისა და Carte Noire-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული Kinder Schokolade, Jacobs Monarch-ისა და Raffaello-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც იყიდებოდა აღნიშნული პროდუქცია. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ია 196-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/15/295464062_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_0ca908c9b6399ffafc3652c7831788c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
Raffaello და Jacobs Monarch: თბილისში კუსტარულ საწარმოში ყავასა და ტკბილეულს ამზადებდნენ
გამოძიება გრძელდება როგორც სხვა დამნაშავეების დასადგენად, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც პროდუქცია იყიდებოდა.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებს თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ამზადებდნენ ტკბილეულსა და ყავას, შემდეგ აღნიშნულ პროდუქციას უკანონოდ ადებდნენ Raffaello-სა და Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშანს და ყიდდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 ათას ერთეულზე მეტი Jacobs Monarch-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2,4 ათას ერთეულზე მეტი Raffaello-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.
ასევე ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებულია ყავა Jacobs Monarch-ისა და Carte Noire-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული Kinder Schokolade, Jacobs Monarch-ისა და Raffaello-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც იყიდებოდა აღნიშნული პროდუქცია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ია 196-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.