https://sputnik-georgia.com/20251021/rachashi-3000-tonamde-kurzeni-dabinavda-295467393.html
რაჭაში რეკორდული რაოდენობის 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა
რაჭაში რეკორდული რაოდენობის 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა
Sputnik საქართველო
რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T17:33+0400
2025-10-21T17:33+0400
2025-10-21T17:33+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
რთველი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_bfb4be3092ea3b172d95ddbeab6bf88d.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში გადამუშავებულია 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი „ალექსანდროული“ და „მუჯურეთულია“. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გადამუშავებულია 326,4 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 320 ათასი ტონა კახეთში, 3 ათასამდე ტონა რაჭაში და დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სააგენტოს ცნობით, რაჭაში მოსავალი 1,4 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა მათმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 60 ღვინის საწარმო. რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. 2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო ყველა იმ ღვინის კომპანიამ, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხდა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნულმა კომპანიებმა სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა" და 1 კგ „მუჯურეთულზე" 4 ლარი მიიღეს. უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას" წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა. ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა. 2026 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება. უწყების ცნობით, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებით ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, რაც მას მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_278fb3a2c8de568666896cc913ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, რთველი , ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, რთველი , ახალი ამბები
რაჭაში რეკორდული რაოდენობის 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა
რაჭაში, „ხვანჭკარას" სამშობლოში ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში გადამუშავებულია 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი „ალექსანდროული“ და „მუჯურეთულია“. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გადამუშავებულია 326,4 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 320 ათასი ტონა კახეთში, 3 ათასამდე ტონა რაჭაში და დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„მიმდინარე წელს რაჭაში გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის ყურძენი, რაც თითქმის 80%-ით აღემატება გასული წლის მოსავალს. წელს რაჭაში ყურძენი განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩეოდა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 2025 წლის მოსავლის რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
სააგენტოს ცნობით, რაჭაში მოსავალი 1,4 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა მათმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 60 ღვინის საწარმო.
რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა.
2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო ყველა იმ ღვინის კომპანიამ, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხდა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნულმა კომპანიებმა სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა" და 1 კგ „მუჯურეთულზე" 4 ლარი მიიღეს.
უწყების ცნობით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას" წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა.
ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.
2026 წლიდან რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რთველის ფარგლებში მხარდაჭერას განსხვავებული მიდგომით განახორციელებს. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე გაკეთდება.
უწყების ცნობით, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებით ქართული ღვინის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, რაც მას მსოფლიო ბაზარზე კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.