https://sputnik-georgia.com/20251021/fermerebma-vashlis-realizaciis-shedegad-4-mln-lari-miiges-295466465.html
ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლისგან 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლისგან 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
Sputnik საქართველო
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 9 სექტემბრიდან ამოქმედდა და მისი მიზანი ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა... 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T16:27+0400
2025-10-21T16:27+0400
2025-10-21T16:27+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290240273_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_29b708fb0f73f360cd845bd86eee704b.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. უწყების ცნობით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 14-მა ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 14 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში. პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი. სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც განახორციელა. პროგრამის ფარგლებში ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 0,25 ლარად შეისყიდეს და კილოგრამზე 0,1 ლარის სუბსიდია მიიღეს. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/07/290240273_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_8b270326522365bfb37abc1394b40d50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლისგან 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა 9 სექტემბრიდან ამოქმედდა და მისი მიზანი ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობაა.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შედეგად 4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო.
უწყების ცნობით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 14-მა ხილის გადამმუშავებელმა საწარმომ 14 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან ვაშლის მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში.
პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.
სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც განახორციელა. პროგრამის ფარგლებში ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 0,25 ლარად შეისყიდეს და კილოგრამზე 0,1 ლარის სუბსიდია მიიღეს.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.