https://sputnik-georgia.com/20251021/azerbaijanis-gavlit-somxetshi-tvirtebis-tranziti-agdga-295469624.html
აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტი აღდგა
აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტი აღდგა
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, სომხეთში პირველი სატრანზიტო ტვირთი ყაზახური მარცვლეული იქნება 21.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-21T20:13+0400
2025-10-21T20:13+0400
2025-10-21T20:13+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
აზერბაიჯანი
სომხეთი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283090716_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_c9e9ef3d9f87de8dee58a1a9adb13c2c.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.სამშაბათს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შემდეგ სახელმწიფოს მეთაურებმა მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს მეორე სხდომაში, რის შემდეგაც მათ განცხადებები გააკეთეს.მისი თქმით, პირველი ასეთი ტვირთი ყაზახეთიდან მარცვლეულის პარტია იქნება.მან ასევე დასძინა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა, შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის მოხდეს. ის აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ანკლავთან - ნახიჩევანთან დააკავშირებს.სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ როგორც ამერიკის ლიდერმა განაცხადა, სომხეთს და აზერბაიჯანს დაევალა სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის საომარი მოქმედებები, დაამყარონ ორმხრივი ვაჭრობა და აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები.
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283090716_0:0:1159:869_1920x0_80_0_0_67b3ba6454b059c90883fd818831abad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ეკონომიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, აზერბაიჯანი, სომხეთი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ეკონომიკა, ახალი ამბები
აზერბაიჯანის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტი აღდგა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, სომხეთში პირველი სატრანზიტო ტვირთი ყაზახური მარცვლეული იქნება
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
სამშაბათს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შემდეგ სახელმწიფოს მეთაურებმა მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს მეორე სხდომაში, რის შემდეგაც მათ განცხადებები გააკეთეს.
„აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა", - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, პირველი ასეთი ტვირთი ყაზახეთიდან მარცვლეულის პარტია იქნება.
მან ასევე დასძინა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნა, შესაძლოა, 2028 წლის ბოლოსთვის მოხდეს. ის აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას მის ანკლავთან - ნახიჩევანთან დააკავშირებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სომხეთის რესპუბლიკა მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთში ტვირთის ტრანზიტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ“, - დაწერა მან.
8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა, ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის მოგვარების შესახებ. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.
თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ როგორც ამერიკის ლიდერმა განაცხადა, სომხეთს და აზერბაიჯანს დაევალა სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის საომარი მოქმედებები, დაამყარონ ორმხრივი ვაჭრობა და აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობები.