https://sputnik-georgia.com/20251020/zugdidshi-bavshvze-izalades-295453256.html
ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე იძალადა
ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე იძალადა
Sputnik საქართველო
მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება. 20.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-20T18:39+0400
2025-10-20T18:39+0400
2025-10-20T18:39+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/15/240471514_0:0:2001:1125_1920x0_80_0_0_ae263f63db3cd8897aa0fb397557290a.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის N14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვზე აღმზრდელმა იძალადა. შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა. უწყების ცნობით, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას და მიმდინარეობს გამოძიება. „ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები აღმზრდელმა მშობელს შემთხვევით გაუგზავნა. კადრებში ჩანს, რომ მცირეწლოვანს, სავარაუდოდ, მასწავლებელი აიძულებს, აქტივობაში ჩაერთოს, ბავშვი ტირილს იწყებს, რის შემდეგაც აღმზრდელი მას თავში ურტყამს, თმას სწიწკნის და ეუბნება, რომ „დაჯდეს და ხმა არ ამოიღოს".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/15/240471514_36:0:1749:1285_1920x0_80_0_0_eb271ad5d911865ab96febdf9fa7c0b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე იძალადა
მომხდარ ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის N14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 3 წლის ბავშვზე აღმზრდელმა იძალადა. შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა.
უწყების ცნობით, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას და მიმდინარეობს გამოძიება.
„ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები აღმზრდელმა მშობელს შემთხვევით გაუგზავნა. კადრებში ჩანს, რომ მცირეწლოვანს, სავარაუდოდ, მასწავლებელი აიძულებს, აქტივობაში ჩაერთოს, ბავშვი ტირილს იწყებს, რის შემდეგაც აღმზრდელი მას თავში ურტყამს, თმას სწიწკნის და ეუბნება, რომ „დაჯდეს და ხმა არ ამოიღოს".