თეკლა ეკალაძე პროექტ Ты супер!-ის ფინალში გავიდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეკლა ეკალაძე
თეკლა ეკალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2025
გამოწერა
ნახევარფინალში ქართველმა გოგონამ ჯგუფ Gnarls Barkley-ი კომპოზიცია Crazy შეასრულა
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. 15 წლის თეკლა ეკალაძე საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! ფინალში გავიდა.
ეს პოპულარულ შოუში თეკლას რიგით მეორე მონაწილეობაა. ექვსი წლის წინ მან აღნიშნულ პროექტში საკუთარი ძალები მოსინჯა, თუმცა, ფინალში ვერ მოხვდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მან შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“, რომლითაც არაერთი მაყურებლის გული მოიგო, შემდეგ კი ორიგინალურად წარმოადგინა სიმღერა „სულიკოს“ საკუთარი ინტერპრეტაცია.
ნახევარფინალში ქართველმა გოგონამ ჯგუფ Gnarls Barkley-ი კომპოზიცია Crazy შეასრულა.
ჟიურის წევრებიდან მწვანე ღილაკს პირველმა დიანა არბენინამ დააჭირა.
„პირველი ნომრიდან ველოდი შენს გამოსვლას. რა თქმა უნდა, თავი გაართვი. ჩემი სურვილია რომ შემდეგაც გახვიდე, რადგანაც შენ ძალიან მუსიკალური ადამიანი ხარ", - განაცხადა არბენინამ.
„შენ ვარსკვლავი ხარ", - განაცხადა ალსუმ.
„ჩემი სურვილია, რომ ფინალში ჩვენს წინაშე ახალ ამპლუაში წარდგე", - განაცხადა კომპოზიტორმა იგორ კრუტოიმ.
თეკლა ეკალაძის გარდა, ფინალში კონკურსის კიდევ სამი მონაწილე გავიდა - კირილ ტეპლიაკოვი, ტიმოფეი დრობიშევი და დიანა საბინა.
პროექტში 7-დან 18 წლამდე კონკურსანტები მონაწილეობენ, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ და ბავშვთა სახლებში, პანსიონებსა და მინდობით აღზრდის ოჯახებში ცხოვრობენ.
თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა.
საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება ტელეკომპანია НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიერ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0