სიიარტო: ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს პუტინი-ტრამპის შეხვედრის ჩასაშლელად

© AFP 2024 / HANDOUTპეტერ სიიარტო
პეტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2025
გამოწერა
ევროპელი პოლიტიკოსები არ არიან დაინტერესებული უკრაინაში კონფლიქტის დასრულებითა და მშვიდობის დამყარებით, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააკეთონ ყველაფერი, რათა ჩაშალონ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.
დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
„ევროპა არ არის დაინტერესებული იმაში, რომ ბუდაპეშტის სამიტმა რეალურად მშვიდობა მოიტანოს“, - განაცხადა სიიარტომ მინისტერიალის შემდეგ.
მისი თქმით, შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი რაოდენობა „ბევრს, ფაქტობრივად ყველაფერს გააკეთებს“, რათა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების უნგრეთში შეხვედრა საერთოდ არ შედგეს.
16 ოქტომბერს პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო. ლიდერებმა დეტალურად განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები. პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ ბუდაპეშტში შეხვედრაზე.
არაერთმა ექსპერტმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, ფილოსოფოსებმა და ანალიტიკოსებმა, რუსეთ-აშშ-ის სამიტი ევროპისთვის გამოწვევად და რუსეთის სრული იზოლაციის შეუძლებლობის სიმბოლურ სიგნალად შეაფასეს.
ყველა ახალი ამბავი
0