https://sputnik-georgia.com/20251020/ra-elodeba-ekonomikas-prognozi-295444434.html
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას? Galt & Taggart-ის პროგნოზი
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას? Galt & Taggart-ის პროგნოზი
Sputnik საქართველო
ექსპერტების პროგნოზების თანახმად, მშპ-ის ზრდა 2025 წელს 7,5% იქნება, ხოლო 2026 წელს - 6%. 20.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-20T12:00+0400
2025-10-20T12:00+0400
2025-10-20T12:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252178425_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_b2100bcc6a5868d8ce8b5e59f7c83d65.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები 2025 წელს საქართველოში ფასების 3,7%-ით, ხოლო მშპ-ის 7,5%-ით ზრდას პროგნოზირებენ.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის სექტემბერი 2024 წლის სექტემბერთან) 4,8% შეადგინა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (11,9%), ჯანდაცვაზე (9%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,1%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,1%), განათლებაზე (2,8%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,9%).„ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია, სავარაუდოდ, 3,7%-ის, ხოლო 2026 წელს 2,9%-ის დონეზე იქნება“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.ამასთან, პროგნოზების თანახმად, მშპ-ის ზრდა 2025 წელს 7,5% იქნება, ხოლო 2026 წელს - 6%.2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6% შეადგინა, მშპ-ის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი 7,9%.ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო ბანკმა 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 7%-მდე გაზარდა. მანამდე, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდეს.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252178425_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_5a2be7bfd38019e55fbd35e8e684caf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, მსოფლიო ბანკი , ახალი ამბები
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას? Galt & Taggart-ის პროგნოზი
ექსპერტების პროგნოზების თანახმად, მშპ-ის ზრდა 2025 წელს 7,5% იქნება, ხოლო 2026 წელს - 6%.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები 2025 წელს საქართველოში ფასების 3,7%-ით, ხოლო მშპ-ის 7,5%-ით ზრდას პროგნოზირებენ.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის სექტემბერი 2024 წლის სექტემბერთან) 4,8% შეადგინა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (11,9%), ჯანდაცვაზე (9%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (7,1%), ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე (4,1%), განათლებაზე (2,8%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,9%).
„ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია, სავარაუდოდ, 3,7%-ის, ხოლო 2026 წელს 2,9%-ის დონეზე იქნება“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
ამასთან, პროგნოზების თანახმად, მშპ-ის ზრდა 2025 წელს 7,5% იქნება, ხოლო 2026 წელს - 6%.
2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6% შეადგინა, მშპ-ის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი 7,9%.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო ბანკმა 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 7%-მდე გაზარდა. მანამდე, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდეს.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.