სომხეთის შსს-მ გიუმრის მერი დააკავა

სომხეთის პოლიცია
სომხეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2025
გამოწერა
1-ელ ოქტომბერს, პარლამენტში მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუკასიანი მარტის არჩევნებში ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და მერად მის არჩევას „გაუგებრობა“ უწოდა.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ვინც ცდილობს ხელი შეუშალოს გიუმრის ოპოზიციონერი მერის, ვარდან გუკასიანის დაკავებას, შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა, იუწყება „Sputnik - სომხეთი“.
სამართალდამცავმა ორგანოებმა ქალაქის მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან და არ ჩაერიონ საგამოძიებო ღონისძიებებში.
მერიის შენობასთან ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. მედიის ცნობით, მუნიციპალური სამსახურების მუშაობა, პრაქტიკულად, პარალიზებულია. მერის პრეს-სპიკერმა ლილიტ აგეკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა მუნიციპალური ტექნიკა, მძღოლებთან ერთად, საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ მერი ვარდან გუკასიანი და კიდევ შვიდი პირი, რომელთა შორისაა მერიის მთავარი არქიტექტორი, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
1-ელ ოქტომბერს, პარლამენტში მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუკასიანი მარტის არჩევნებში ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და მერად მის არჩევას „გაუგებრობა“ უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს სიტუაცია „გამოასწოროს“.
ყველა ახალი ამბავი
0