https://sputnik-georgia.com/20251020/gaxaria-parlamentshi-vbrundebit-295454944.html
გახარია: პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში და პოლიტიკურ ასპარეზზე ბრუნდება
გახარია: პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში და პოლიტიკურ ასპარეზზე ბრუნდება
Sputnik საქართველო
ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. 20.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-20T21:00+0400
2025-10-20T21:00+0400
2025-10-20T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618264_0:89:1280:809_1920x0_80_0_0_731fb1eaf7c4beb878ffc516305d823c.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენოს თავისი მანდატები საკრებულოებსა და ასევე პარლამენტში, რათა დაიბრუნოს პოლიტიკური სივრცე, დაწერა პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ X-ზე.20 ოქტომბერს ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექს-პრემიერის პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ „საქართველოსთვის" ამომრჩეველთა ხმების 3,67% მიიღო.მისი თქმით, ახლა პარტიამ უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება.პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ბინადრობის უფლება მიიღო.გახარიამ ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261618264_68:0:1207:854_1920x0_80_0_0_0a9f76f55bdd9e2ce7336a8c160a9e6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
გახარია: პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში და პოლიტიკურ ასპარეზზე ბრუნდება
ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენოს თავისი მანდატები საკრებულოებსა და ასევე პარლამენტში, რათა დაიბრუნოს პოლიტიკური სივრცე, დაწერა პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ X-ზე.
20 ოქტომბერს ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ექს-პრემიერის პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12 ადგილი მოიპოვა - შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში ამდენივე რაოდენობის დეპუტატი დაიკავებს ადგილს. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ „საქართველოსთვის" ამომრჩეველთა ხმების 3,67% მიიღო.
„დღეს ჩვენ, პარტიამ „საქართველოსთვის“, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის", - დაწერა გახარიამ.
მისი თქმით, ახლა პარტიამ უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება.
„ახლა ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, – დაწერა გახარიამ.
პარტიის ლიდერი გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსმა ბინადრობის უფლება მიიღო.
გახარიამ ქვეყანა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე დატოვა, რომლებმაც უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე. რაც შეეხება გახარიას, ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, საზღვარგარეთ ყოფნისას.