ფსიქოლოგიური ტესტი: რა შთაბეჭდილებას ახდენთ ადამიანებზე
16:02 20.10.2025 (განახლებულია: 15:28 30.10.2025)

© Pexels / Oladimeji Ajegbile
გამოწერა
ერთი შეხედვით ისეთ უმნიშვნელო რამეს, როგორიცაა ხელში ფინჯნის ჭერის მანერა, როდესაც ჩაის ან ყავას მიირთმეთ, თურმე ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე.
მათ შორის იმისაც, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენთ ირგვლივ მყოფებზე.
ამისათვის საჭიროა დახედოთ ნახატს და აირჩიოთ ხელების ის პოზიცია, რომელიც ხშირადაა თქვენთვის დამახასიათებელი ფინჯნის ჭერისას, შემდეგ კი ნახოთ პასუხები.

ტესტი ფინჯნის ჭერის მანერაზე
თუ ირჩევთ:
№1 პოზიციას — ირგვლივ მყოფები თავდაჯერებულ ადამიანად აღგიქვამენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თქვენ ყოველთვის ზუსტად იცით, რას და რატომ აკეთებთ და მხოლოდ საუკეთესოსკენ ისწრაფვით. ამასთან შესაძლოა თქვენი მოკრძალება ან მორცხვობა სიცივედ ან ქედმაღლობად ჩათვალონ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყოყმანად.
№2 პოზიციას — ირგვლივ მყოფები პრაგმატულ, მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად აღგიქვამენ. მათი აზრით, თქვენს სახეზე ძლიერი ემოციების შემჩნევა შეუძლებელია. ამასთან დარმუნებული არიან, რომ ყოველთვის სუსტის მხარეზე დგებით და სამართლიანობისკენ ისწრაფვით. ამიტომ ნდობას იწვევთ.
№3 პოზიციას — გარშემო მყოფები ფრთხილ ადამიანად აღგიქვამენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ არასდროს წახვალთ გაუმართლებელ რისკზე; რომ არასდროს ხელმძღვანელობთ ემოციებით და მხოლოდ ლოგიკასა და საღ აზრს ეყრდნობით.
№4 პოზიციას — ადამიანების აზრით, ნებისმიერ მომენტში მზად ხართ სხვათა დასახმარებლად. ამიტომ გამორიცხული არ არის, შაუაღამითაც კი გირეკავდნენ დახმარების სათხოვნელად. გარდა ამისა, ახლობლებს საუკეთესო მეგობრად მიაჩნიხართ და ამიტომ სჯერათ, რომ თქვენთვის ნებისმიერი საიდუმლოს გამხელა შეიძლება.
№5 პოზიციას — ირგვლივ მყოფებზე მგრძნობიარე, სათუთი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენთ. ამიტომ ხშირად ქვეცნობიერად ცდილობენ, რომ მკვეთრი სიტყვა არ გითხრან და გული არ გატკინონ. მათი აზრით, თქვენ გამუდმებით გჭირდებათ შექება და გამხნევება, რათა მყარად იგრძნოთ თავი.
№6 პოზიციას — ადამიანებზე ოპტიმისტი და „ფეხებზემკიდია“ ტიპის შთაბეჭდილებას ახდენთ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თქვენ ყოველთვს გამონახავთ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან, ხოლო თუ ცუდი რამ შეგემთხვევათ, დიდხანს არ იდარდებთ და, უფრო მეტიც, მომხდარ ნეგატივში პლუსების ძებნას დაიწყებთ.