https://sputnik-georgia.com/20251020/engurhesi-inpormacia-rom-gvarcopma-hesi-daaziana-araa-simartle-295454680.html
„ენგურჰესი": ინფორმაცია, რომ ღვარცოფმა ჰესი დააზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება
„ენგურჰესი": ინფორმაცია, რომ ღვარცოფმა ჰესი დააზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება
Sputnik საქართველო
კომპანია მედიასაშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. 20.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-20T20:13+0400
2025-10-20T20:13+0400
2025-10-20T20:13+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027890_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_b0c4bf5ad8bc85435845a2b5b448e805.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. „ენგურჰესი" გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა „ენგურჰესი" დააზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება.კომპანია მედიასაშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ენგურჰესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. „ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027890_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_ac9719bb91647792b754f3617dc910a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
„ენგურჰესი": ინფორმაცია, რომ ღვარცოფმა ჰესი დააზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება
კომპანია მედიასაშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. „ენგურჰესი" გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა „ენგურჰესი" დააზიანა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 22 სექტემბერს, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია მედიასაშუალებებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ენგურჰესი გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. „ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.