აქტივისტები რუსთაველის გამზირზე ავტომობილებს არ ატარებენ - ვიდეო

გამოწერა
ოპოზიციის აქტივისტები რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილებს არ ატარებენ. ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
საპროტესტო აქციები საღამოს იმართება. გამზირი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილია, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ. ბოლო პერიოდში ღამის საპროტესტო აქციების დროს თავისუფლების მოედანსა და სასტუმრო „მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სამართალდამცველების მობილიზება არ ხდება - ძალოვანები შემოიფარგლებიან აქციის მონაწილეთა გაფრთხილებით, კანონდარღვევის შემთხვევაში მათ სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრებათ
ყველა ახალი ამბავი
0