ძლიერი წვიმა და ქარი: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© photo: Sputnikწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2025
გამოწერა
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. 20 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, ორშაბათს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0