https://sputnik-georgia.com/20251019/luvridan-moparuli-erti-nivti-ipoves-295442367.html
ლუვრიდან მოპარული ერთ-ერთი საიუველირო ნივთი იპოვეს
ლუვრიდან მოპარული ერთ-ერთი საიუველირო ნივთი იპოვეს
Sputnik საქართველო
მძარცველებმა ცხრა ნივთი მოიპარეს, რომელთა შორისაა ყელსაბამი, ბროში, დიადემა და სხვა. 19.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-19T21:00+0400
2025-10-19T21:00+0400
2025-10-19T21:00+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/89/245818951_0:641:2501:2048_1920x0_80_0_0_b38c59728a7541b259217e314b25d699.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მეუღლის, იმპერატრიცა ევგენია დე მონტიხოს გატეხილი გვირგვინი, რომელიც ლუვრიდან მოიპარეს, იპოვეს, იუწყება გაზეთი Parisien.„ერთ-ერთი მოპარული სამკაული მუზეუმის მახლობლად იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ესაა იმპერატრიცა ევგენიას (დე მონტიხო) გვირგვინი, რომელიც გატეხილი იყო“, - ნათქვამია მასალაში.კვირას, 19 ოქტომბერს ცნობილი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში - პარიზის ლუვრში მომხდარი ქურდობის შესახებ.მედიის ინფორმაციით, დანაშაული სამმა ბოროტმოქმედმა ჩაიდინა. ორი მათგანი მუზეუმში გატეხილი ფანჯრიდან შევიდა, ერთი კი გარეთ დარჩა. მძარცველებმა შენობაში შეაღწიეს, სადაც იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მეუღლის, იმპერატრიცა ჟოზეფინას სამკაულები ინახებოდა. მათ ცხრა ნივთი მოიპარეს: ყელსაბამი, ბროში, დიადემა და სხვა. თუმცა, მათ კოლექციის ყველაზე დიდი ბრილიანტი, „რეგენტი“, რომელიც 140 კარატზე მეტს იწონიდა, არ წაიღეს.დამნაშავეებმა მიმალვა მოახერხეს.საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის თქმით, ძარცვა შვიდ წუთში მოხდა.პარიზის პროკურატურამ ძარცვასთან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. მუზეუმისთვის მიყენებული ზარალის შეფასება მიმდინარეობს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24581/89/245818951_420:701:2216:2048_1920x0_80_0_0_7f09bf382b4e4a15374d7b1ac9ca5bcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
ლუვრიდან მოპარული ერთ-ერთი საიუველირო ნივთი იპოვეს
მძარცველებმა ცხრა ნივთი მოიპარეს, რომელთა შორისაა ყელსაბამი, ბროში, დიადემა და სხვა.
თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის მეუღლის, იმპერატრიცა ევგენია დე მონტიხოს გატეხილი გვირგვინი, რომელიც ლუვრიდან მოიპარეს, იპოვეს, იუწყება გაზეთი Parisien.
„ერთ-ერთი მოპარული სამკაული მუზეუმის მახლობლად იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ესაა იმპერატრიცა ევგენიას (დე მონტიხო) გვირგვინი, რომელიც გატეხილი იყო“, - ნათქვამია მასალაში.
კვირას, 19 ოქტომბერს ცნობილი გახდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუზეუმში - პარიზის ლუვრში მომხდარი ქურდობის შესახებ.
მედიის ინფორმაციით, დანაშაული სამმა ბოროტმოქმედმა ჩაიდინა. ორი მათგანი მუზეუმში გატეხილი ფანჯრიდან შევიდა, ერთი კი გარეთ დარჩა. მძარცველებმა შენობაში შეაღწიეს, სადაც იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მეუღლის, იმპერატრიცა ჟოზეფინას სამკაულები ინახებოდა. მათ ცხრა ნივთი მოიპარეს: ყელსაბამი, ბროში, დიადემა და სხვა. თუმცა, მათ კოლექციის ყველაზე დიდი ბრილიანტი, „რეგენტი“, რომელიც 140 კარატზე მეტს იწონიდა, არ წაიღეს.
დამნაშავეებმა მიმალვა მოახერხეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის თქმით, ძარცვა შვიდ წუთში მოხდა.
პარიზის პროკურატურამ ძარცვასთან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. მუზეუმისთვის მიყენებული ზარალის შეფასება მიმდინარეობს.