https://sputnik-georgia.com/20251018/studentebma-codna-saqartvelosi-unda-miiron-kobaxize-295424929.html
სტუდენტებმა უნდა მიიღონ ცოდნა საქართველოში და არა უცხოეთში - პრემიერი განათლების რეფორმაზე
სტუდენტებმა უნდა მიიღონ ცოდნა საქართველოში და არა უცხოეთში - პრემიერი განათლების რეფორმაზე
Sputnik საქართველო
მომდევნო 3-4 წელიწადში მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი, რათა ქართველმა სტუდენტებმა სრულფასოვანი განათლება, პირველ რიგში, საკუთარ... 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T10:52+0400
2025-10-18T10:52+0400
2025-10-18T10:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/11/295414581_0:573:1006:1139_1920x0_80_0_0_001b18132d203d583c86fea58bccf807.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაა ქვეყნის შიგნით და განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია სრულად ამ მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველო გეგმავს უმაღლესი განათლების სისტემაზე გადასვლას, რომელიც მოიცავს სამწლიან ბაკალავრიატს და ერთწლიან მაგისტრატურას. ზოგიერთ სკოლაში ასევე 12-წლიანი სასწავლო გეგმის ნაცვლად 11-წლიანზე გადასვლა იგეგმება.მისი თქმით, მთავრობას სურს 3-4 წელიწადში, უკვე თვისებრივად, ფუნდამენტურად აამაღლოს უმაღლესი განათლების ხარისხი, რათა ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად საქართველოში მიიღონ.როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაში სასურველი არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა.თორმეტწლიანი სწავლება საქართველოს სკოლებში 2005 წელს შემოიღეს, იმავე წელს მიიღეს გადაწყვეტილება ხუთი წლის ასაკიდან სწავლის დაწყების შესახებ. თუმცა, 2014 წელს სკოლაში შესვლის ასაკი ექვს წლამდე გაიზარდა.საქართველოს სასკოლო განათლება დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება მოიცავს 1-6 კლასებს, საბაზო განათლება 7-10 კლასებს, ხოლო საშუალო განათლება მოიცავს 11-12 კლასებს.საბაზო განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასრულონ სკოლა შემდგომში პროფესიული განათლების მისაღებად.საქართველოში 2.294 სკოლაა, რომელთაგან 2.086 საჯაროა და 208 კერძო.საშუალოდ, ყოველწლიურად სკოლებს 40 ათასი მოსწავლე ამთავრებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/11/295414581_0:551:1006:1306_1920x0_80_0_0_dbd01aae2981fdaad311be0602c1c7ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
სტუდენტებმა უნდა მიიღონ ცოდნა საქართველოში და არა უცხოეთში - პრემიერი განათლების რეფორმაზე
მომდევნო 3-4 წელიწადში მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს უმაღლესი განათლების ხარისხი, რათა ქართველმა სტუდენტებმა სრულფასოვანი განათლება, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში მიიღონ, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაა ქვეყნის შიგნით და განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია სრულად ამ მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო გეგმავს უმაღლესი განათლების სისტემაზე გადასვლას, რომელიც მოიცავს სამწლიან ბაკალავრიატს და ერთწლიან მაგისტრატურას. ზოგიერთ სკოლაში ასევე 12-წლიანი სასწავლო გეგმის ნაცვლად 11-წლიანზე გადასვლა იგეგმება.
„ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ სტუდენტმა საკუთარ ქვეყანაში მიიღოს მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობას სურს 3-4 წელიწადში, უკვე თვისებრივად, ფუნდამენტურად აამაღლოს უმაღლესი განათლების ხარისხი, რათა ქართველმა სტუდენტებმა განათლება არსებითად საქართველოში მიიღონ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ამ შემთხვევაში სასურველი არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, თუმცა თუ ასეთი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა.
„მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მე-12 კლასის დამატებაზე საგანგებოდ, სპეციალიზებულ სკოლებში, თუ არა და ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი, განაგრძობს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თორმეტწლიანი სწავლება საქართველოს სკოლებში 2005 წელს შემოიღეს, იმავე წელს მიიღეს გადაწყვეტილება ხუთი წლის ასაკიდან სწავლის დაწყების შესახებ. თუმცა, 2014 წელს სკოლაში შესვლის ასაკი ექვს წლამდე გაიზარდა.
საქართველოს სასკოლო განათლება დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება მოიცავს 1-6 კლასებს, საბაზო განათლება 7-10 კლასებს, ხოლო საშუალო განათლება მოიცავს 11-12 კლასებს.
საბაზო განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასრულონ სკოლა შემდგომში პროფესიული განათლების მისაღებად.
საქართველოში 2.294 სკოლაა, რომელთაგან 2.086 საჯაროა და 208 კერძო.
საშუალოდ, ყოველწლიურად სკოლებს 40 ათასი მოსწავლე ამთავრებს.