https://sputnik-georgia.com/20251018/saqartvelosi-puris-fasis-indeqsis-seqmna-surt-295434898.html
საქართველოში პურის ფასის ინდექსის შექმნა სურთ
საქართველოში პურის ფასის ინდექსის შექმნა სურთ
Sputnik საქართველო
პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში გაძვირების მთავარ მიზეზებად დასაქმებულების ხელფასების ზრდას და ფქვილის გაძვირებას ასახელებენ 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T11:55+0400
2025-10-18T11:55+0400
2025-10-18T21:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24738/54/247385470_0:134:2560:1574_1920x0_80_0_0_4d1fa7d72b5f33c5c1987f91ba88bb23.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პურის ფასების ინდექსის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობას, თუ როგორ ყალიბდება პირველადი მოხმარების პროდუქტის ღირებულება, განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.დღეისთვის საქართველოში პურის საშუალო ფასი 1,2 ლარს შეადგენს. პურს ქვეყნის მასშტაბით როგორც დიდ ქარხნებში, ასევე მცირე საცხობებში აწარმოებენ. 15 ოქტომბერს ზოგიერთმა ქსელურმა მაღაზიამ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი დაახლოებით 10 თეთრით გაზარდა.პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში გაძვირების მთავარ მიზეზებად დასაქმებულების ხელფასების ზრდას და ფქვილის გაძვირებას ასახელებენ, რასაც საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ ეთანხმებიან.„ფქვილის ფასი 1,5 თვეა არ შეცვლილა, ამიტომ ფქვილის გაძვირების მიზეზით პურის ფასის მატებაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.მისი თქმით, პურის ფასის ინდექსი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უკეთ დაინახონ, რომ პურის ღირებულება მხოლოდ ფქვილზე არ არის დამოკიდებული - მასში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობენ, მათ შორის სამუშაო ძალის ხარჯი და საცალო ქსელების ფასნამატი.როგორც სილაგავამ აღნიშნა, ინდექსის მომზადების ფორმატი შეიძლება გააკეთოს კვლევითმა ორგანიზაციამ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, ასევე „საქსტატმა“, რომელსაც შესაბამისი მონაცემები აქვს ან თვითონ პურის მწარმოებელთა ასოციაციამ, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს ამ დარგში.ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს და დღეში 400 ტონამდე პურ-ფუნთუშეულს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, მათ შორის, ხორბლისაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24738/54/247385470_142:0:2418:1707_1920x0_80_0_0_9347e5d4adab65e53683713eac99407b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველოში პურის ფასის ინდექსის შექმნა სურთ
11:55 18.10.2025 (განახლებულია: 21:45 18.10.2025) პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში გაძვირების მთავარ მიზეზებად დასაქმებულების ხელფასების ზრდას და ფქვილის გაძვირებას ასახელებენ
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პურის ფასების ინდექსის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობას, თუ როგორ ყალიბდება პირველადი მოხმარების პროდუქტის ღირებულება, განაცხადა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.
დღეისთვის საქართველოში პურის საშუალო ფასი 1,2 ლარს შეადგენს. პურს ქვეყნის მასშტაბით როგორც დიდ ქარხნებში, ასევე მცირე საცხობებში აწარმოებენ. 15 ოქტომბერს ზოგიერთმა ქსელურმა მაღაზიამ პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი დაახლოებით 10 თეთრით გაზარდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროა, შეიქმნას „პურის ფასის ინდექსი“, რომელიც ყოველთვიურად გამოქვეყნდება. ინდექსის შექმნა ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობას, რა კომპონენტებისგან შედგება და როგორ ყალიბდება პურის ფასი“, - განაცხადა სილაგავამ BMGTV-ის ეთერში.
პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში გაძვირების მთავარ მიზეზებად დასაქმებულების ხელფასების ზრდას და ფქვილის გაძვირებას ასახელებენ, რასაც საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში არ ეთანხმებიან.
„ფქვილის ფასი 1,5 თვეა არ შეცვლილა, ამიტომ ფქვილის გაძვირების მიზეზით პურის ფასის მატებაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
მისი თქმით, პურის ფასის ინდექსი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უკეთ დაინახონ, რომ პურის ღირებულება მხოლოდ ფქვილზე არ არის დამოკიდებული - მასში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობენ, მათ შორის სამუშაო ძალის ხარჯი და საცალო ქსელების ფასნამატი.
„არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ფქვილზე მივმართოთ ისრები - ეს ბიზნესი არის და ორიენტირებულია მოგებაზე, უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი სწორად აიხსნას“, - აღნიშნა მან.
როგორც სილაგავამ აღნიშნა, ინდექსის მომზადების ფორმატი შეიძლება გააკეთოს კვლევითმა ორგანიზაციამ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, ასევე „საქსტატმა“, რომელსაც შესაბამისი მონაცემები აქვს ან თვითონ პურის მწარმოებელთა ასოციაციამ, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს ამ დარგში.
ქვეყანა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს და დღეში 400 ტონამდე პურ-ფუნთუშეულს მოიხმარს. მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) ასევე შემოდის რუსეთიდან, რომელიც ყველაზე დიდი მომწოდებელია, მათ შორის, ხორბლისაც.