https://sputnik-georgia.com/20251018/saqartvelos-frangi-da-sveicarieli-jurnalistebi-ewvivnen-295427259.html
საქართველოს ფრანგი და შვეიცარიელი ჟურნალისტები ეწვივნენ
საქართველოს ფრანგი და შვეიცარიელი ჟურნალისტები ეწვივნენ
Sputnik საქართველო
პრესტურის მიზანია შვეიცარიასა და საფრანგეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა. 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T15:41+0400
2025-10-18T15:41+0400
2025-10-18T15:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
შვეიცარია
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/10/272223868_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_0be146d65d236005a46aa2c3797c9721.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია easyJet-ს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიაში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Pichon Voyageur-ის ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პრესტურის მიზანია შვეიცარიასა და საფრანგეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა. ფრანგმა და შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ტურისტულად საინტერესო ადგილები და საქართველოს რეგიონები მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს კულტურას, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს. მისი თქმით, სტატიების ნაწილი გასტრონომიაზე იქნება ორიენტირებული, ზოგი - ცხოვრების სტილზე, სხვები კი კულტურაზე. უწყების ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი EasyJet-თან თანამშრომლობას უკავშირდება. კამპანია მოიცავს მედიატურებს, სტატიების მომზადებას სოციალურ ქსელებში, ციფრულ და ბეჭდურ გამოცემებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.
საქართველო
შვეიცარია
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/10/272223868_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_81fe224ca90be68a6e8c60af444855c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შვეიცარია, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შვეიცარია, საფრანგეთი
საქართველოს ფრანგი და შვეიცარიელი ჟურნალისტები ეწვივნენ
პრესტურის მიზანია შვეიცარიასა და საფრანგეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია easyJet-ს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიაში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Pichon Voyageur-ის ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
პრესტურის მიზანია შვეიცარიასა და საფრანგეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
ფრანგმა და შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ტურისტულად საინტერესო ადგილები და საქართველოს რეგიონები მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს კულტურას, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს.
„ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა საქართველოში. ზოგჯერ ერევათ ერთმანეთში საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია. ამიტომ, ჩამოსვლამდე ჩემს გონებაში წარმოვიდგინე, როგორი შეიძლება ყოფილიყო საქართველო. ძალიან გავოცდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თქვენ ასეთი მთები გექნებოდათ. ვერ წარმოვიდგენდი ასეთ მშვენიერ პეიზაჟებს, ვენახებს, ღვინოს და განსაკუთრებით საოცარ კერძებს. ასე რომ, როცა ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები, სხვადასხვა ჟურნალისთვის უნდა დავწერო სტატიები საქართველოს შესახებ", - აღნიშნა Pichon Voyageur-ის ჟურნალისტმა.
მისი თქმით, სტატიების ნაწილი გასტრონომიაზე იქნება ორიენტირებული, ზოგი - ცხოვრების სტილზე, სხვები კი კულტურაზე.
უწყების ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი EasyJet-თან თანამშრომლობას უკავშირდება. კამპანია მოიცავს მედიატურებს, სტატიების მომზადებას სოციალურ ქსელებში, ციფრულ და ბეჭდურ გამოცემებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.