https://sputnik-georgia.com/20251018/rustavelis-gamziri-velorbolis-gamo-gadaiketeba-295426522.html
რუსთაველის გამზირი 19 ოქტომბერს ავტოტრანსპორტისტის გადაიკეტება
რუსთაველის გამზირი 19 ოქტომბერს ავტოტრანსპორტისტის გადაიკეტება
Sputnik საქართველო
კვირას რუსთაველის გამზირზე ველორბოლა "თბილისის თასი" გაიმართება 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T13:41+0400
2025-10-18T13:41+0400
2025-10-18T13:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
სპორტი
საზოგადოება
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249499403_0:160:3071:1887_1920x0_80_0_0_57fa8b4c1cc2358d49dd24093d9274db.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო საავტომობილო მოძრაობა სამი საათით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.ველორბოლა „თბილისის თასი" რუსთაველის გამზირზე კვირას გაიმართება.შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით. ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება - ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით. ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან - გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით. შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს - მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუ მიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249499403_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3c8b943d3c013238066b15f2758ace0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპორტი, საზოგადოება, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, სპორტი, საზოგადოება, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
რუსთაველის გამზირი 19 ოქტომბერს ავტოტრანსპორტისტის გადაიკეტება
კვირას რუსთაველის გამზირზე ველორბოლა "თბილისის თასი" გაიმართება
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. 19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო საავტომობილო მოძრაობა სამი საათით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
ველორბოლა „თბილისის თასი" რუსთაველის გამზირზე კვირას გაიმართება.
„09:00 -დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება - ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.
ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან - გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.
შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს - მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუ მიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.