https://sputnik-georgia.com/20251018/ra-etapzea-samtredia-grigoletis-magistralis-mshenebloba-295432052.html
რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა
რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა
Sputnik საქართველო
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია მოძრაობისთვის 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T22:00+0400
2025-10-18T22:00+0400
2025-10-18T22:00+0400
საქართველო
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272204829_0:41:1189:710_1920x0_80_0_0_00c53ce732ce15322c7f449be4bb879f.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. პროექტის თანახმად, იგეგმება ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის და საქონლისა და საველე გასასვლელების მოწყობა. უწყების ცნობოით, პირველ 6 კმ-ზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენისა და ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მონტაჟი და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები - აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და 52 კილომეტრს მოიცავს. გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთი, სულ 30-ი კილომეტრი უკვე გახსნილია მოძრაობისთვის.სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება 324,6 მილიონი ლარია.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0f/272204829_94:0:1095:751_1920x0_80_0_0_ecb45ecbc5514519cb5fa727361249a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობა
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია მოძრაობისთვის
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
პროექტის თანახმად, იგეგმება ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის და საქონლისა და საველე გასასვლელების მოწყობა.
„მონაკვეთი გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების განტვირთვასა და მოძრაობის უსაფრთხოების ზრდას”, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობოით, პირველ 6 კმ-ზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენისა და ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მონტაჟი და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები - აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და 52 კილომეტრს მოიცავს. გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, საიდანაც მეორე და მეოთხე მონაკვეთი, სულ 30-ი კილომეტრი უკვე გახსნილია მოძრაობისთვის.
სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.
ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება 324,6 მილიონი ლარია.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.