https://sputnik-georgia.com/20251018/policiam-2-piri-daakava-295431044.html
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოსკადრების შენახვა-გავრცელებისთვის ორი პირი დააკავეს
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოსკადრების შენახვა-გავრცელებისთვის ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T20:15+0400
2025-10-18T20:15+0400
2025-10-18T20:15+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერვგავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, ხოლო მეორე პირმა აღნიშნული ვიდეო უკანონოდ შეინახა. სამართალდამცველებმა ორივე პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა) მიმდინარეობს.პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოსკადრების შენახვა-გავრცელებისთვის ორი პირი დააკავეს
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერვგავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები, ხოლო მეორე პირმა აღნიშნული ვიდეო უკანონოდ შეინახა.
სამართალდამცველებმა ორივე პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა) მიმდინარეობს.
პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.