პაპუაშვილი: ევროკომისიის პრეს-სპიკერი პასუხისმგებლობას გაურბის

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2025
გამოწერა
თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი პრეზიდენტის სასახლის შტურმთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში დაადანაშაულა.
ანიტა ჰიპერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მიმართავს რეპრესიულ ზომებს. „ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და, რა თქმა უნდა, ის, რაც იქ ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება“, აღნიშნა პრესსპიკერმა.
„პრეს-სპიკერი უკვე ორი კვირაა, 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს. თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც ჰიპერმა აღნიშნა, მმართველი პარტიის მიერ გამოყენებული ზომები „შთაგონებულია რუსული პროპაგანდისტული მანქანით", ამიტომაც ევროკომისია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს.
პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღების მცდელობა
4 ოქტომბრის საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკებისას 25-მდე პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ აქციის 60-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, ხუთი ორგანიზატორი დააკავა,: პაატა ბურჭულაძე, მურთაზა ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, მასობრივი არეულობის ორგანიზებას, სხვისი საკუთრების დაზიანებასა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0