https://sputnik-georgia.com/20251018/irine-imerlishvilma-tanamdeboba-datova-295429010.html
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თანამდებობა დატოვა: მიზეზი ცნობილია
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თანამდებობა დატოვა: მიზეზი ცნობილია
Sputnik საქართველო
საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები გარკვეული ვადით ინიშნებიან და მხოლოდ ერთხელ. 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T17:00+0400
2025-10-18T17:00+0400
2025-10-18T17:00+0400
საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305876_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_1b004617c3f04890974a527ad01c4c2e.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა თანამდებობა დატოვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.როგორც იმერლიშვილმა განმარტა, თანამდებობის დატოვება უფლებამოსილების ვადის ამოწურვას უკავშირდება.მოსამართლემ არ დააკონკრეტა, რომელ უნივერსიტეტს ჩაუდგება სათავეში, თუმცა აღნიშნა, რომ იგი საქართველოში მდებარეობს.2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე, იმერლიშვილს 2013-2016 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა.2012-2013 წლებში იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.2000-იანი წლების დასაწყისში იმერლიშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი იყო. 2003 წელს, პრეზიდენტის ბრძანებულებით, მას მიენიჭა სახელმწიფო იუსტიციის მრჩევლის სპეციალური სახელმწიფო წოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305876_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_af339f28024fa5f18ce701571d9daffa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საკონსტიტუციო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თანამდებობა დატოვა: მიზეზი ცნობილია
საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები გარკვეული ვადით ინიშნებიან და მხოლოდ ერთხელ.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა თანამდებობა დატოვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც იმერლიშვილმა განმარტა, თანამდებობის დატოვება უფლებამოსილების ვადის ამოწურვას უკავშირდება.
„როგორც მოგეხსენებათ, განსხვავებით საერთო სასამართლოებისგან, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები გარკვეული ვადით არიან დანიშნული და მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, დარჩენილი მქონდა არასრული ერთი წელიწადი, რამდენიმე თვე. კერძო საერთაშორისო უნივერსიტეტისგან შემოთავაზება მივიღე რექტორის თანამდებობაზე. მივიღე გადაწყვეტილება, დავთანხმებოდი, - განაცხადა იმერლიშვილმა.
მოსამართლემ არ დააკონკრეტა, რომელ უნივერსიტეტს ჩაუდგება სათავეში, თუმცა აღნიშნა, რომ იგი საქართველოში მდებარეობს.
2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე, იმერლიშვილს 2013-2016 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა.
2012-2013 წლებში იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი.
2000-იანი წლების დასაწყისში იმერლიშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი იყო. 2003 წელს, პრეზიდენტის ბრძანებულებით, მას მიენიჭა სახელმწიფო იუსტიციის მრჩევლის სპეციალური სახელმწიფო წოდება.