https://sputnik-georgia.com/20251018/ar-dawvat-fotlebi-garemosdacviti-departamenti-mosaxleobas-afrtxilebs-295426285.html
არ დაწვათ ფოთლები! გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
არ დაწვათ ფოთლები! გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
ფოთლების დაწვისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს 18.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-18T12:59+0400
2025-10-18T12:59+0400
2025-10-18T12:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250435728_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_008d14e196bca2a87f785b79ba3445b9.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ფოთლების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად.ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.როგორც უწყებაში აცხადებენ, გარემოს დაბინძურების შემცირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250435728_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_da133367b7f08dbbffefda49d092c6b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
არ დაწვათ ფოთლები! გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
ფოთლების დაწვისთვის ჯარიმა 500 ლარს შეადგენს
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ფოთლების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოდგომაზე, საკარმიდამო ეზოს დასუფთავების დროს ფოთლების დაწვა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, დღემდე რჩება მავნე პრაქტიკად.
ფოთლების წვის დროს გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებას, რომელიც არა მხოლოდ გარემოს აყენებს ზიანს, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და განსაკუთრებით მავნეა ბავშვებისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაწვან ეზოში მოგროვებული ფოთლები და იმოქმედონ კანონის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
„ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გარემოს დაბინძურების შემცირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე.