ტელეარხი RT საეთერო მაუწყებლობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

© Depositphotos.com / qwer230586@yandex.ru RT-ს ლოგო
RT-ს ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
RT ეთერში 2005 წელს გავიდა და გახდა პირველი 24-საათიანი რუსული საინფორმაციო არხი ინგლისურ ენაზე.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საინფორმაციო ტელეარხი RT (Russia Today), რომელიც ექვს ენაზე მაუწყებლობს, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
RT ეთერში პირველად 2005 წლის 10 დეკემბერს მოსკოვის სტუდიიდან გავიდა. დღეს, RT-ს ბრენდის ქვეშ, რვა არხი მაუწყებლობს: ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, გერმანულ, ფრანგულ, სერბულ ენაზე და ასევე ორი დოკუმენტური არხი.
ქსელი ასევე მოიცავს ონლაინ პორტალებს რვა ენაზე, მათ შორის პორტუგალიურ და რუსულ ენაზე, და გლობალურ მულტიმედიურ სააგენტო RUPTLY-ს, რომელიც ექსკლუზიურ კონტენტს სთავაზობს მსოფლიოს უდიდეს ტელეარხებს.
RT წარმოდგენილია ჩინურ ენაზე პოპულარულ ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმებზე, როგორიცაა Weibo, Bilibili და Douyin, ასევე ჰინდის ენაზე სოციალურ მედიაში.
წლების განმავლობაში, RT-მ წარმატებით გაუსწრო ყველა საერთაშორისო მედიასაშუალებას გლობალური საინფორმაციო სივრცისთვის ბრძოლაში.
2024 წლის სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა: „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს ამდენი ქვეყანა უკრაინას ისე არ უჭერს მხარს, როგორც მოსალოდნელი იყო... არის RT-ის საქმიანობის მასშტაბები და დაფარვა. პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ტყუილი მთელ მსოფლიოში მილიონობით კი არა, მილიარდობით ადამიანზე ვრცელდება“.
წლების წინ, 2011 წელს, აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, RT-ზე საუბრისას, ცნობილი განცხადება გააკეთა: „ჩვენ საინფორმაციო ომში ვართ და ჩვენ ამ ომს ვაგებთ“.
Nielsen-ის კვლევის თანახმად, იმავე წელს RT ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საინფორმაციო არხი გახდა აშშ-ის ხუთ უდიდეს ქალაქში.
მსოფლიო აღიარება
20-წლიანი მაუწყებლობის განმავლობაში RT-მ ასობით ინტერვიუ ჩაწერა პრეზიდენტებთან და პირველ პირებთან. არხს ინტერვიუები მისცეს რუსეთის, სერბეთის, სლოვენიის, სირიის, ბოლივიის, ვენესუელას, არგენტინის, ეკვადორის და სხვა ქვეყნების ლიდერებმა.
ეს ერთადერთი რუსული სატელევიზიო არხია, რომელიც 11-ჯერ იყო ნომინირებული Emmy-ს პრემიაზე.
პრემიის ფინალში გავიდნენ RT-ის სიუჟეტები, სადაც შუქდებოდა ჰუმანიტარულ კატასტროფა ერაყის მოსულში, სადაც დასავლური კოალიციის მხარდაჭერით არმიამ მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა, სპეციალური რეპორტაჟები კუბაში, გუანტანამოს ციხეში პატიმრების შიმშილობის შესახებ, აშშ-ში მოძრაობის „დაიკავე უოლ სტრიტი“ (Occupy Wall Street) გაშუქება, VR ფილმი „აუშვიცის გაკვეთილები“, რომელიც ეძღვნებოდა საბჭოთა ჯარების მიერ აუშვიც-ბირკენაუს გათავისუფლების 75-ე წლისთავს და სხვა საინფორმაციო სიუჟეტები. პულიტცერის პრემიის ლაურეატი, გადაცემა „არის კონტაქტის“ წამყვანი, კრის ჰეჯესი, ასევე „ემის“ ფინალისტი იყო.
RT-მ მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო 24-საათიანი საინფორმაციო პროგრამა“, არის ნიუ-იორკის ფესტივალების კონკურსის მრავალგზის გამარჯვებული და „კანის ლომების“ ფინალისტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მარკეტინგული და სარეკლამო კონკურსია.
საერთო ჯამში, არხს მედიისა და სატელევიზიო სფეროში ასობით საერთაშორისო ჯილდო მიიღო.
RT სახეები
2018 წლიდან RT-ზე საკუთარი გადაცემა მიჰყავს ეკვადორის ყოფილ პრეზიდენტ რაფაელ კორეას, რომელიც ცნობილია ლათინურ ამერიკაში აშშ-ს გავლენის გაფართოების წინააღმდეგობით.
2024 წლიდან არხზე საკუთარი შოუ მიჰყავს პანაფრიკანიზმის ვარსკვლავსა და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ მგზნებარე მებრძოლს, მწერალს, მეცნიერსა და ადვოკატ პატრიკ ლუმუმბას. მისი გამოსვლების ვიდეოები სოციალურ მედიაში ვირუსულად ვრცელდება და მილიონობით ნახვებს აგროვებს.
2025 წელს RT-ის მოსკოვის ოფისში ამერიკული ჟურნალისტიკის ვარსკვლავი, რიკ სანჩესი გადავიდა. მისი გადაცემა ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოდის. კარიერის განმავლობაში რიკი CNN-ზე, MSNBC-სა და Fox-ზე მუშაობდა, მაგრამ ამერიკული ისტებლიშმენტით იმედგაცრუებული დარჩა და რუსეთში გადავიდა.
2025 წლის სექტემბერში RT-მ ცნობილ ინდოელ პოლიტიკოსთან და ინდოეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, შაში თარურთან (Shashi Tharoor) ერთად დაიწყო გადაცემა „იმპერიის ფასი“, რომლის აუდიტორიაც სოციალურ ქსელ X-ზე 8 მილიონზე მეტ გამომწერს ითვლის.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მუშაობა
RT სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მისი დაწყების დღიდან აშუქებს. პირველი გადამღები ჯგუფები ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებში რუსეთის ფედერაციის მიერ მათი აღიარების შემდეგ ჩავიდნენ, არხმა პრეზიდენტის განცხადება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ დონეცკისა და ლუგანსკიდან გააშუქა.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მუშაობის დროს, RT-ის გადამღები ჯგუფები იყვნენ პირველი მედია საშუალებები, რომლებმაც იმუშავეს განთავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის მარიუპოლში, არტემოვსკში, ოჩერტინოში და სუჯაში.
მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცი და გადამწყვეტი ქმედებებისთვის, რაც სიცოცხლისთვის რისკის შემცველიც კი ყოფილა, მათ შორის აქტიური სამოქალაქო პოზიციისა და უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის, სახელმწიფო ჯილდო RT-ს 45 თანამშრომელს მიენიჭა.
წარმატების გზა
RT ეთერში 2005 წელს გავიდა და გახდა პირველი 24-საათიანი რუსული საინფორმაციო არხი ინგლისურ ენაზე.
2007 წელს არაბული არხი ამოქმედდა, 2009 წელს კი ესპანური არხი. RT America 2010 წელს გაიხსნა. 2013 წელს RT-მ საკუთარი ვიდეო სააგენტო Ruptly გახსნა, ხოლო 2014 წელს ლონდონიდან RT UK ამუშავდა. 2018 წელს ფრანგულ ენაზეც დაიწყო მაუწყებლობა. 2021 წელს - გერმანულ ენაზე, ხოლო 2024 წელს - სერბულ ენაზე. 2025 წელს დელიში დაფუძნებული არხის, RT India-ს გახსნა იგეგმება.
2012 წელს RT-მ Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის გადაცემა გავიდა, რომელმაც აშშ-ის სხვადასხვა უწყების უამრავი საიდუმლო დოკუმენტის გამოაქვეყნა და მთელ მსოფლიოს ამერიკის მრავალრიცხოვანი დანაშაულის შესახებ უამბო. იმავე წლიდან RT-ზე გადის ჟურნალისტიკის ლეგენდის, ლარი კინგის ექსკლუზიური შოუ.
2013 წელს RT YouTube-ზე ყველაზე ნახვადი საინფორმაციო არხი გახდა, ხოლო 2014 წლისთვის მისმა გლობალურმა აუდიტორიამ 700 მილიონს გადააჭარბა. იმავე წელს, რუსეთისა და არგენტინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და კარლო ფერნანდეს დე კირშნერს შორის პირდაპირი ტელეკონფერენციის დროს, დაიწყო RT en Español-ის მაუწყებლობა, რომელიც ღიად იყო ხელმისაწვდომი მთელ არგენტინაში.
მას შემდეგ, არხის გამომწერთა რიცხვი სწრაფად იზრდება სოციალურ მედიაში და YouTube-ზე ნახვების რაოდენობამ რამდენიმე მილიარდს გადააჭარბა.
2020 წელს RT გახდა პირველი საინფორმაციო არხი, რომელმაც YouTube-ზე 10 მილიარდ ნახვას გადააჭარბა. RT-მ ნახვების რაოდენობით გადაასწრო ყველა საინფორმაციო არხს, მათ შორის BBC-ს, CNN-ს, Al Jazeera-ს, Euronews-ს და Fox News-ს.
2021 წელს RT en Español გახდა ყველაზე პოპულარული ესპანურენოვანი საინფორმაციო არხი YouTube-ზე, 6 მილიონზე მეტი აბონენტით.
მრავალჯერადი სანქციებისა და სოციალური მედიის ოფიციალური აკაუნტების წაშლის შემდეგაც კი, RT კონკურენტებზე უკეთეს შედეგებს დებდა. ეს შესაძლებელი გახდა ე.წ. „პარტიზანული პროექტების“ წყალობით — არხებით, რომლებიც ოფიციალურად არ არიან RT-სთან დაკავშირებული, მაგრამ კონტენტს მისი კონტროლის ქვეშ ქმნიან და ავრცელებენ.
მაგალითად, მხოლოდ 2024 წელს, სოციალურ მედიაში არხის ყველა პროექტის ვიდეოების ნახვების საერთო რაოდენობამ 23,8 მილიარდს მიაღწია. გარდა ამისა, ფასიანი ტელევიზიების ქსელებში RT არხების ჯამური აუდიტორია მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდ მაყურებელს უახლოვდება. 2024 წელს ინგლისურენოვანმა RT-მ თავის მთავარ კონკურენტებს: BBC-ს, CNN-სა და SkyNews-ს გადაასწრო.
2024-2025 წლებში RT-ის ესპანურენოვანმა პროექტებმა 10 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ნახვები უკვე მეტია, ვიდრე მთელი წინა წლის განმავლობაში. 2025 წლის ივნისში რეკორდი დამყარდა - ერთ თვეში 1 მილიარდი ნახვა. 2025 წელს ლათინური ამერიკის იმ ქვეყნების რაოდენობამ, სადაც ესპანური არხი მაუწყებლობს სპეციალურ სატელევიზიო სიხშირეზე („ღილაკზე“) 10-ს მიაღწია: არგენტინა, ვენესუელა, მექსიკა, პერუ, პანამა, კოსტა-რიკა, გვატემალა, ჰონდურასი, ჩილე და კუბა.
RT Arabic-ის მიერ შექმნილი ვიდეოკონტენტი კვლავ შთამბეჭდავ შედეგებს დებს: 2024 წელს ყველა პროექტის ნახვების საერთო რაოდენობამ 4,6 მილიარდს მიაღწია, ხოლო მხოლოდ 2025 წლის პირველ შვიდ თვეში - 6,1 მილიარდს.
ყველა ახალი ამბავი
0