https://sputnik-georgia.com/20251017/saqartvelosi-veteranis-dre-arnisnes-295418772.html
საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნეს
საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნეს
Sputnik საქართველო
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 17.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-17T20:16+0400
2025-10-17T20:16+0400
2025-10-17T20:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/11/295418119_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_1f953b6264d5ba90b6c9db74dcb4ab42.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანებს „ვეტერანის დღე" მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5.500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3.500-მდე სტუდენტს - ვეტერანთა შვილებს - სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვეტერანებს დღევანდელი დღე ასევე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. ვეტერანებს პატრიარქის მილოცვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა გადასცა.ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ვეტერანები დაესწრნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/11/295418119_103:0:1923:1365_1920x0_80_0_0_ec2dfbdabfbfc192bdf633f8d3e6f93c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნეს
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანებს „ვეტერანის დღე" მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
„მშვიდობის შენარჩუნებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას, რადგან ომის შედეგი არის ადამიანური ტრაგედიები, ნგრევა და განადგურება, ხოლო მშვიდობის შედეგი არის ქვეყნის წინსვლა და განვითარება და ხალხის მეტი კეთილდღეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5.500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3.500-მდე სტუდენტს - ვეტერანთა შვილებს - სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვეტერანებს დღევანდელი დღე ასევე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. ვეტერანებს პატრიარქის მილოცვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ვეტერანები დაესწრნენ.