https://sputnik-georgia.com/20251017/saqartvelos-premierma-ganatlebis-sistemis-reforma-waradgina-295410555.html
საქართველოს პრემიერმა განათლების სისტემის რეფორმა წარმოადგინა
საქართველოს პრემიერმა განათლების სისტემის რეფორმა წარმოადგინა
Sputnik საქართველო
ხარისხის მართვის სისტემა ძირითადად ფორმალური ხასიათისაა და აქაც სერიოზული ცვლილებებია საჭირო, აღნიშნა პრემიერმა 17.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-17T12:06+0400
2025-10-17T12:06+0400
2025-10-17T12:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0d/249201188_279:229:1432:877_1920x0_80_0_0_a3a7f8ab3f82f5d2829dffebb95a6fad.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო უმაღლესი განათლების ახალ სისტემაზე გადასვლას გეგმავს, სადაც ბაკალავრიატში სწავლა სამწლიანი, ხოლო მაგისტრატურაზე ერთწლიანი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე. მისი თქმით, ბაკალავრიატსაც და მაგისტრატურასაც კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს გათვალისწინებული არ არის. „სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, სხვადასხვა ფაკულტეტსა და სპეციალობებზე სწავლის ხანგრძლივობა არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავის დროზე შეიქმნა გარკვეული სისტემა და მას შემდეგ სწავლის ხანგრძლივობის გადახედვა არავის უფიქრია.„ხარისხის მართვის სისტემა ძირითადად ფორმალური ხასიათისაა და აქაც სერიოზული ცვლილებებია საჭირო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0d/249201188_415:216:1296:877_1920x0_80_0_0_4157e9e81e4a3d836939d2c27ddde2e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერმა განათლების სისტემის რეფორმა წარმოადგინა
ხარისხის მართვის სისტემა ძირითადად ფორმალური ხასიათისაა და აქაც სერიოზული ცვლილებებია საჭირო, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო უმაღლესი განათლების ახალ სისტემაზე გადასვლას გეგმავს, სადაც ბაკალავრიატში სწავლა სამწლიანი, ხოლო მაგისტრატურაზე ერთწლიანი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, ბაკალავრიატსაც და მაგისტრატურასაც კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, რაც დღეს გათვალისწინებული არ არის.
„სამი წელი არის სავსებით საკმარისი თითქმის ყველა სპეციალობისთვის. რა თქმა უნდა, მედიცინა და მსგავსი სპეციალობები არის გამონაკლისი. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში, არის შესაძლებელი სამ წელიწადში ბაკალავრიატის დონის განათლების მიღება და ერთ წელიწადში მაგისტრატურის დონის განათლების მიღება. ასევე, ცოტა ხანში ვგეგმავთ სხვა მიმართულებითაც გარკვეული გეგმების პრეზენტაციას და ვფიქრობთ, რომ სკოლების ნაწილშიც უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს განათლების სამინისტრო“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სხვადასხვა ფაკულტეტსა და სპეციალობებზე სწავლის ხანგრძლივობა არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავის დროზე შეიქმნა გარკვეული სისტემა და მას შემდეგ სწავლის ხანგრძლივობის გადახედვა არავის უფიქრია.
„ხარისხის მართვის სისტემა ძირითადად ფორმალური ხასიათისაა და აქაც სერიოზული ცვლილებებია საჭირო", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.