პუტინი: RT-მ გლობალურ მედიასივრცეში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიКинорынок MIPCom
Кинорынок MIPCom - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არხის ჟურნალისტები ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ზეწოლის, აკრძალვებისა და სანქციების მიუხედავად.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. RT-მ თავისი ადგილი დაიმკვიდრა გლობალურ მედია სივრცეში, რაც ადვილი არ არის, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა RT-ის თანამშრომლებს არხის 20 წლის იუბილე მიულოცა.
„დამკვიდრებულ მსოფლიო მასმედია სისტემაში ინტეგრირება ადვილი არ არის. და უეცრად, გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის მოულოდნელად, Russia Today-მ განსაკუთრებული ნიშა, საკუთარი ადგილი იპოვა“, - თქვა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა არხის აუდიტორიის სწრაფი ზრდა.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ RT-ს ჟურნალისტები ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ - უგულებელყოფენ ზეწოლას, აკრძალვებსა და საზღვარგარეთ დაწესებულ სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად არ ემთხვევა გლობალურ საინფორმაციო მეინსტრიმს.
„მაგრამ სწორედ ესაა პროფესიონალიზმი, რომლითაც ამ ინფორმაციას წარმოადგენთ, გულწრფელობა, რომლითაც ამას აკეთებთ და სიმართლე, რომელსაც თქვენი მაყურებელი აღიქვამს, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, ობიექტურობა - ეს არის ის, რაც მათ იზიდავს და აუდიტორიაც სწრაფად იზრდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პუტინმა არხის თანამშრომლებს უსურვა, რომ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის მთელი მსოფლიოსთვის გაზიარება მომავალშიც განაგრძონ.
„ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის თქვენი საქმიანობისა და ცხოვრების მთელი აზრი. გილოცავთ თქვენს წარმატებას!“ - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
RT 17 ოქტომბერს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
დღეს RT-ს ბრენდის ქვეშ, რვა არხი მაუწყებლობს: ინგლისურ, ესპანურ, არაბულ, გერმანულ, ფრანგულ, სერბულ ენაზე. ასევე ფუნქციონირებს ორი დოკუმენტური არხი.
მხოლოდ 2024 წელს, სოციალურ მედიაში არხის ყველა პროექტის ვიდეოების ნახვების საერთო რაოდენობამ 23,8 მილიარდს მიაღწია.
წლების განმავლობაში, RT-მ გადაუსწრო ყველა საერთაშორისო მედიასაშუალებას გლობალური საინფორმაციო სივრცისთვის ბრძოლაში, რამაც რამდენიმე დასავლური ქვეყნის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0