https://sputnik-georgia.com/20251017/partiebis-akrzalvastan-dakavsirebuli-ajiotaji-sarcelis-detalebi-da-setanis-vadebi-295415601.html
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი: სარჩელის დეტალები და შეტანის ვადები
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი: სარჩელის დეტალები და შეტანის ვადები
Sputnik საქართველო
მთავარი ამოცანა დემოკრატიული სისტემის გაუმჯობესება და ჭეშმარიტად ჯანსაღი დემოკრატიის შექმნაა, რაც ქვეყანას ამჟამად აკლია, განაცხადა საქართველოს მთავრობის... 17.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-17T15:34+0400
2025-10-17T15:34+0400
2025-10-17T15:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305722_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_39ad9f89cd5db662274cbdddd910ef15.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტიის სარჩელი რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ თითქმის მზადაა და ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სავარაუდოდ, ორშაბათს წარედგინება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.აკრძალვის თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ შეაგროვა მასალები ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 2012 წლის შემდეგ შექმნილი ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციური საქმიანობის შესახებ.როგორც კობახიძემ განმარტა, სიაში არ შევა მთელი რიგი პარტიები, ვინც არ იყო ჩართული სისხლიანი რეჟიმის საქმიანობაში თავის დროზე და ვინც არ იყო მრავალწლიან საბოტაჟში ჩართული, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლიდან დღემდე.პრემიერის თქმით, სამართლებრივად სარჩელი იქნება ბოლომდე გამართული. ხოლო ვინ იქნება სარჩელის ობიექტი და რა შინაარსი ექნება სარჩელს, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კობახიძის თქმით, სია დაზუსტების შემდეგ ცხადი გახდება შესაბამისი პირების კავშირი კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან და წინა რეჟიმთან.კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი განხილვისას მთავარი განმსაზღვრელია, არის თუ არა იმ მომენტისთვის არაკონსტიტუციური შინაარსის შემცველი პარტია და პარტიასთან დაკავშირებული პირი.„აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მომენტში ამა თუ იმ ფორმით არიან დაკავშირებული შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან. როდესაც სიას ნახავენ, ყველა თვალნათლივ დაინახავს და მიხვდება, რომ აქ საკამათო სინამდვილეში არაფერია“, - განაცხადა პრემიერმა.კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებზეც ახალი კანონის მოქმედება ვრცელდება, არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, გაუქმდება პარტიების რეგისტრაცია, ვერ შეიქმნება ე.წ. მემკვიდრე პარტიები, ანუ კანონის გვერდის ავლაც ვერ მოხდება.„ეს არის, რასაც უზრუნველყოფს კანონმდებლობა. შესაბამისად, მათ საბოლოო ჯამში არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, ოპოზიციურმა ძალებმა დაკარგეს ყველა პოლიტიკური პლატფორმა - ქუჩის, საპარლამენტო და ადგილობრივი. მათი საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ვიზიტებს უცხოეთში და განცხადებებს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან, რომლებიც, პრემიერის თქმით, საერთოდ არ აინტერესებს ქართველ ხალხს.ქართული ოპოზიციასაქართველოში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა - „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ტრადიციონალისტები“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს.ცალკე უნდა აღინიშნოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თანამოაზრეების მიერ დაარსებული პარტიები, როგორიცაა „საქართველოსთვის“ და „ხალხისთვის“.გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც 2012 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ გაჩნდა - „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსები შეუერთდნენ.უკანასკნელი ორი ოპოზიციური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, აქტიურად უჭერდა მხარს ანტისამთავრბო საპროტესტო აქციებს. თავის მხრივ, მთავრობა საპროტესტო მოძრაობებს „საბოტაჟის“ ან „რევოლუციის“ მცდელობად მიიჩნევს.როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოშისაკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი:სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას.დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება აკრძალოს პარტია, რომლის გამოცხადებული მიზანი და მისი საქმიანობის ხასიათი (მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის არსსა და მიზანს.ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის მიზანს და არსს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305722_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_998cff103113c55a53b250c12de75714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი: სარჩელის დეტალები და შეტანის ვადები
მთავარი ამოცანა დემოკრატიული სისტემის გაუმჯობესება და ჭეშმარიტად ჯანსაღი დემოკრატიის შექმნაა, რაც ქვეყანას ამჟამად აკლია, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტიის სარჩელი რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ თითქმის მზადაა და ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სავარაუდოდ, ორშაბათს წარედგინება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აკრძალვის თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ შეაგროვა მასალები ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 2012 წლის შემდეგ შექმნილი ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციური საქმიანობის შესახებ.
„საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტი თითქმის მზად არის, ბოლო განხილვებია დარჩენილი... სარჩელი უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ ორშაბათისთვის უკვე ყველაფერი დაზუსტდება, როგორც სარჩელის ტექსტი, ასევე -ჩამონათვალის და ვფიქრობ, რომ ორშაბათისთვის უკვე შესაძლებელი იქნება სარჩელის შეტანაც“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ განმარტა, სიაში არ შევა მთელი რიგი პარტიები, ვინც არ იყო ჩართული სისხლიანი რეჟიმის საქმიანობაში თავის დროზე და ვინც არ იყო მრავალწლიან საბოტაჟში ჩართული, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლიდან დღემდე.
პრემიერის თქმით, სამართლებრივად სარჩელი იქნება ბოლომდე გამართული. ხოლო ვინ იქნება სარჩელის ობიექტი და რა შინაარსი ექნება სარჩელს, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კობახიძის თქმით, სია დაზუსტების შემდეგ ცხადი გახდება შესაბამისი პირების კავშირი კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან და წინა რეჟიმთან.
კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი განხილვისას მთავარი განმსაზღვრელია, არის თუ არა იმ მომენტისთვის არაკონსტიტუციური შინაარსის შემცველი პარტია და პარტიასთან დაკავშირებული პირი.
„აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მომენტში ამა თუ იმ ფორმით არიან დაკავშირებული შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან. როდესაც სიას ნახავენ, ყველა თვალნათლივ დაინახავს და მიხვდება, რომ აქ საკამათო სინამდვილეში არაფერია“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიები, რომლებზეც ახალი კანონის მოქმედება ვრცელდება, არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, გაუქმდება პარტიების რეგისტრაცია, ვერ შეიქმნება ე.წ. მემკვიდრე პარტიები, ანუ კანონის გვერდის ავლაც ვერ მოხდება.
„ეს არის, რასაც უზრუნველყოფს კანონმდებლობა. შესაბამისად, მათ საბოლოო ჯამში არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციურმა ძალებმა დაკარგეს ყველა პოლიტიკური პლატფორმა - ქუჩის, საპარლამენტო და ადგილობრივი. მათი საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ვიზიტებს უცხოეთში და განცხადებებს ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან, რომლებიც, პრემიერის თქმით, საერთოდ არ აინტერესებს ქართველ ხალხს.
„ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა, რომ დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდეს, შეიქმნას ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, რაც არ აქვს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ოპოზიციური პარტიების უმეტესობა - „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ტრადიციონალისტები“, „ევროპული საქართველო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა დააარსეს.
ცალკე უნდა აღინიშნოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თანამოაზრეების მიერ დაარსებული პარტიები, როგორიცაა „საქართველოსთვის“ და „ხალხისთვის“.
გარდა ამისა, არსებობს პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც 2012 წელს მთავრობის შეცვლის შემდეგ გაჩნდა - „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“, რომლებსაც რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
უკანასკნელი ორი ოპოზიციური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, აქტიურად უჭერდა მხარს ანტისამთავრბო საპროტესტო აქციებს. თავის მხრივ, მთავრობა საპროტესტო მოძრაობებს „საბოტაჟის“ ან „რევოლუციის“ მცდელობად მიიჩნევს.
როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი:
საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება აკრძალოს პარტია, რომლის გამოცხადებული მიზანი და მისი საქმიანობის ხასიათი (მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის არსსა და მიზანს.
ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის მიზანს და არსს.