მიმოხილვა: მოდიფიკაცია Т-90М2-ის თავისებურებები

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2025
გამოწერა
სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, რუსულმა ტანკმა Т-90М "პრორივ", უკრაინულ საომარ თეატრზე წარმოდგენილ ნატოს საუკეთესო ანალოგებთან შედარებით, საკუთარი აბსოლუტური საბრძოლო უპირატესობა დაამტკიცა. დასავლეთში აშკარად შეშფოთებულები არიან, როგორც რუსეთის ტანკების წარმოების მნიშვნელოვანი ზრდით, ისე ახალი, პრინციპულად გაუმჯობესებული მოდერნიზაციით.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, Т-90М-ის ეკიპაჟები ეფექტურად ეხმარებიან ქვეითთა მოქმედებას ფრონტის ხაზზე, არღვევენ მოწინააღმდეგის თავდაცვას „ბრონირებული მუშტით“, სისტემატურად ანადგურებენ ბანდერელთა გამაგრებულ პოზიციებსა და ცოცხალ ძალას — როგორც ტყვიამფრქვევებით, ისე მართვადი რაკეტებით, გახსნილი ან დახურული ცეცხლის პოზიციებიდან. სიზუსტით „პრორივი“თვითმავალი საარტილერიო დანადგარებს არ ჩამოუვარდება, ხოლო მანევრულობით კი მათ აჭარბებს.
ტანკისტების შეფასება ფრონტზე ფასდაუდებელია:
„ეს მანქანა ზღაპრულად მდიდრულია. სიზუსტითა და სროლის სიხშირით, ეს არის სნაიპერული შაშხანა ტანკებს შორის. შეგვიძლია, გავანადგუროთ მტერი 125-მმ-იანი ჯავშანგამტანი, მსხვრევად-ფუგასური, ქვეტყვილოვანი, თერმობარიკული და სხვა ტიპის ჭურვებით... 9000 მეტრამდე მანძილზე.“
რუსეთის აბსოლუტურმა ტექნოლოგიურმა უპირატესობამ ძალიან ააფორიაქა დასავლელი ანალიტიკოსები და სტრატეგები. ამერიკულმა ჟურნალმა Military Watch-მა 12 ოქტომბერს განაცხადა:
„რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ტანკის ახალი, კიდევ უფრო ეფექტური მოდიფიკაციისთვის (Т-90М2) და სერიული წარმოებისთვის ემზადება. პირველი ათი ერთეული დაგეგმილია “ურალვაგონზავოდზე”2026წელს.“
კვლევითი ჯგუფის Frontelligence Insight-ის ცნობით, Т-90М2 აღიჭურვება გაუმჯობესებული სიტუაციური ცნობიერების სისტემითა და სრულყოფილი ტრანსმისიით.
ნატოს ხელმძღვანელობა პანიკაშია, რუსეთის თავდაცვითი წარმოების მკვეთრი ზრდა ნიშნავს, რომ 2028 წლისთვის მოსალოდნელია 1000 ახალი ტანკის გამოშვება, ხოლო 2035 წლისთვის — უკვე 3000 ერთეულის.
თუმცა, დასავლეთში შეგნებულად ამცირებენ როგორც „ურალვაგონზავოდის“, ისე მთლიანად რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ეფექტიანობას. აჩქარების რეალურმა დინამიკამ 2022–2023 წლებში რუსეთში ტანკების წარმოების შვიდგზის ზრდა უზრუნველყო.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ 2023 წელს გამოშვებულია უკვე 1500 ახალი ტანკი. რუსეთის „ტანკურ ტრიადაში“, Т-90М-ის გარდა შედიან, Т-80БВМ და Т-72Б3М შედიან.
დასავლეთის სპეციალიზებული გამოცემები მიკერძოებულად ადევნებენ თვალს რუსეთის ტანკმშენებლობის ტრიუმფს, ინდოეთის, ალჟირისა და ეგვიპტის მშვიდობიან „დაპყრობას“.
შეგახსენებთ, ქაირმა ეროვნული არმიისთვის 500 ერთეული Т-90МС შეუკვეთა, ხოლო ინდოეთმა ადრე 460-ზე მეტი რუსული ტანკი შეიძინა.
ჩინურმა გამოცემამ NetEase შეაჯამა: დასავლეთის სანქციები უძლური აღმოჩნდა — რუსეთმა აჩვენა თავდაცვითი ინდუსტრიის სიმძლავრე და მთლიანად ეკონომიკის მაღალი გამძლეობა.
სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, მოსკოვი არ ივიწყებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ვალდებულებებს მოკავშირე ქვეყნებთან და უახლოეს წლებში „ურალვაგონზავოდი“ ექსპორტზე გაგზავნის ათასობით Т-90МС ტანკს.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე Т-90МС-ის ფასი 4 მილიონ დოლარამდეა, მაშინ, როცა დასავლური ანალოგები, მინიმუმ, 6 მილიონი დოლარი ღირს.
რუსეთისა და Т-90М-ის წარმატების საიდუმლოა ტექნოლოგიური უპირატესობა, ნატოს წამყვან ქვეყნებთან შედარებით.
მსოფლიოში საუკეთესო 3++ თაობის ტანკი Т-90М (2021 წლის მოდელი) უკვე გადადის ახალ საფეხურზე. საბრძოლო გამოცდილება და ნატოს იარაღთან დაპირისპირება უკრაინულ ფრონტზე უეჭველად კიდევ უფრო გაზრდის ამ გამორჩეული მანქანის ძლიერებასა და უპირატესობას —რუსული ისტორიისა და ეროვნული ხასიათის გამოხატულების ტექნოლოგიურ ანარეკლს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0