თბილისის აეროპორტიდან ერთ კილოგრამზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები გაჰქონდათ

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიოქროს ზოდები
ოქროს ზოდები - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2025
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431.065 ლარი შეადგინა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. „თბილისის აეროპორტის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის ორი ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგის შემოწმებისას სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431.065 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0