https://sputnik-georgia.com/20251016/saqartvelosi-saprotesto-aqciebze-wesebze-darrvevaze-axali-sanqciebi-damtkicda-295409913.html
საქართველოში საპროტესტო აქციებზე დარღვევების გამო ახალი სანქციები დამტკიცდა
საქართველოში საპროტესტო აქციებზე დარღვევების გამო ახალი სანქციები დამტკიცდა
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციების ჩატარების წესები ამ ეტაპზე უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ არსებული დარღვევებისთვის გათვალისწინებული სასჯელი. 16.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-16T22:05+0400
2025-10-16T22:05+0400
2025-10-17T11:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0c/288968309_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_9b52e559f4c644aa9ed5cf43b8cffec8.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შესწორებების კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების წესების დარღვევისთვის უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.საპროტესტო აქციების ჩატარების წესები ამ ეტაპზე უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ არსებული დარღვევებისთვის გათვალისწინებული სასჯელი.ამგვარად, ადამიანების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნისა და გზების გადაკეტვის, საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის ან სხვა პირებისთვის საფრთხის შემცველი ბარიკადების აღმართვის, პოლიციისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლის ან დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის აკრძალვის დარღვევა, ასევე საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვის დარღვევა 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი ქმედებები ისჯება 2000-5000 ლარის ოდენობის ჯარიმით ან 20 დღემდე ვადით პატიმრობით - სასჯელის ფორმას სასამართლო წყვეტს.15-დან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა იმ პირებისთვის, რომლებიც არღვევენ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მასალების, პიროტექნიკისა და ცივი იარაღის ქონის აკრძალვას, ასევე საგნების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება - 5-ათასი ლარი.საპროტესტო აქციის აკრძალვის დარღვევისთვის სხვა სანქციები იგივე რჩება, რომელთა შორისაა: სამართალდამცავი ორგანოების შენობებიდან, პენიტენციური დაწესებულებებიდან, რკინიგზის სადგურებიდან, აეროპორტებიდან, პორტებიდან 20 მეტრის რადიუსში აქციების ჩატარების აკრძალვა; მაგისტრალების, გზების, შენობების შესასვლელების ბლოკირება; საპროტესტო აქციაზე აკრძალული ნივთებისა და საგნების ფლობა; ისტორიული, არქეოლოგიური ან არქიტექტურული ღირებულების ობიექტების ან ძეგლების დაზიანებასაპროტესტო აქციებზე აკრძალული ნივთიერებების სიაში შედის ალკოჰოლი, ცრემლსადენი გაზი ან წიწაკის სპრეის კონტეინერები და ლაზერული მანიშნებლები.დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 2-დან 5 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.ანალოგიურ ჯარიმას 5 ათას ლარამდე ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.განმეორებითი და მომდევნო დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და 4 წლამდე საპატიმრო ვადას გამოიწვევს.კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ შევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0c/288968309_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_e19f8a0501c8098f5e3e78d91c04dce4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
საქართველოში საპროტესტო აქციებზე დარღვევების გამო ახალი სანქციები დამტკიცდა
22:05 16.10.2025 (განახლებულია: 11:05 17.10.2025) საპროტესტო აქციების ჩატარების წესები ამ ეტაპზე უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ არსებული დარღვევებისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შესწორებების კანონპროექტი, რომელიც საპროტესტო აქციების წესების დარღვევისთვის უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.
საპროტესტო აქციების ჩატარების წესები ამ ეტაპზე უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ არსებული დარღვევებისთვის გათვალისწინებული სასჯელი.
ამგვარად, ადამიანების ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნისა და გზების გადაკეტვის, საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის ან სხვა პირებისთვის საფრთხის შემცველი ბარიკადების აღმართვის, პოლიციისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ხელის შეშლის ან დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის აკრძალვის დარღვევა, ასევე საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვის დარღვევა 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.
მოქმედი კანონმდებლობით, მსგავსი ქმედებები ისჯება 2000-5000 ლარის ოდენობის ჯარიმით ან 20 დღემდე ვადით პატიმრობით - სასჯელის ფორმას სასამართლო წყვეტს.
15-დან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული დაკავების მაქსიმალური ვადა იმ პირებისთვის, რომლებიც არღვევენ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მასალების, პიროტექნიკისა და ცივი იარაღის ქონის აკრძალვას, ასევე საგნების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს.
ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელი რჩება - 5-ათასი ლარი.
საპროტესტო აქციის აკრძალვის დარღვევისთვის სხვა სანქციები იგივე რჩება, რომელთა შორისაა: სამართალდამცავი ორგანოების შენობებიდან, პენიტენციური დაწესებულებებიდან, რკინიგზის სადგურებიდან, აეროპორტებიდან, პორტებიდან 20 მეტრის რადიუსში აქციების ჩატარების აკრძალვა; მაგისტრალების, გზების, შენობების შესასვლელების ბლოკირება; საპროტესტო აქციაზე აკრძალული ნივთებისა და საგნების ფლობა; ისტორიული, არქეოლოგიური ან არქიტექტურული ღირებულების ობიექტების ან ძეგლების დაზიანება
საპროტესტო აქციებზე აკრძალული ნივთიერებების სიაში შედის ალკოჰოლი, ცრემლსადენი გაზი ან წიწაკის სპრეის კონტეინერები და ლაზერული მანიშნებლები.
დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 2-დან 5 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ანალოგიურ ჯარიმას 5 ათას ლარამდე ან 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.
განმეორებითი და მომდევნო დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და 4 წლამდე საპატიმრო ვადას გამოიწვევს.
კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ შევა.