https://sputnik-georgia.com/20251016/rtveli-2025-bolo-monacemebi-295389609.html
რთველი-2025: ბოლო მონაცემები
რთველი-2025: ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, წელს კახეთსა და რაჭაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდება. 16.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-16T14:23+0400
2025-10-16T14:23+0400
2025-10-16T14:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
რთველი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295231391_0:37:2049:1189_1920x0_80_0_0_bfb1fd924ef2ee73abcda5d4dba51223.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. 16 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 303 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, "ხვანჭკარას" სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. 2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 297 ათასამდე ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 155 ათასამდე ტონა რქაწითელი, 125 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 2,5 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 2,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია. რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც ერთი კგ "ალექსანდროულის", ასევე, ერთი კგ "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე. კახეთის რეგიონში კი ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,5 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,2 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად. 2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295231391_207:0:1840:1225_1920x0_80_0_0_05f410185ff03d823352df59d6a2582d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რთველი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, რთველი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო
რთველი-2025: ბოლო მონაცემები
ღვინის ეროვნულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, წელს კახეთსა და რაჭაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდება.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. 16 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 303 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, "ხვანჭკარას" სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. 2025 წელს კახეთში ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია, რაჭაში - 1,5-დან 2 ათასი ტონის ფარგლებში.
დღეის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 297 ათასამდე ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 155 ათასამდე ტონა რქაწითელი, 125 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 2,5 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 2,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია.
„ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, წელს კახეთსა და რაჭაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდება", - აღნიშნავენ სააგენტოში.
რაჭის რეგიონში რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს "ხვანჭკარას" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც ერთი კგ "ალექსანდროულის", ასევე, ერთი კგ "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენზე.
კახეთის რეგიონში კი ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,5 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,2 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.