მარნეულში წითელი ნუსხით დაცული კაკლის მოჭრის ფაქტი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხის მოჭრა
ხის მოჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2025
გამოწერა
სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში წითელი ნუსხით დაცული ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის მიმდებარედ მოქალაქეს მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორი უკანონოდ გადაჰქონდა.
სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0