https://sputnik-georgia.com/20251016/irakli-kobaxizem-saqartvelos-katolikos-patriarqi-moinaxula-295394208.html
ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოინახულა
ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოინახულა
Sputnik საქართველო
საპატრიარქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვილებთან ერთად მივიდა. 16.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-16T17:02+0400
2025-10-16T17:02+0400
2025-10-16T17:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/12/286391461_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_c890a8659dac47a7b498165a33460e8a.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა უსურვა. პრემიერ-მინისტრმაკი პატრიარქს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ უწმინდესის სიბრძნემ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის რწმენა, რელიგიური იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება კი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.). პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/12/286391461_0:0:909:681_1920x0_80_0_0_c81f4aa898e2e6f76eaf66cf92577493.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოინახულა
საპატრიარქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვილებთან ერთად მივიდა.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა უსურვა. პრემიერ-მინისტრმაკი პატრიარქს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ უწმინდესის სიბრძნემ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის რწმენა, რელიგიური იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება კი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.